„ეს არ იქნება ყველაზე გონივრული საქციელი...“ - როდის დაბრუნდება თოფურია?
ილია თოფურიას ფიზიკური მომზადების მწვრთნელმა, ხესუს გალომ ქართველი მებრძოლის შესახებ ისაუბრა და მისი დაბრუნების პერსპექტივებზე ისაუბრა. გალომ აღნიშნა, რომ ილიას ტრავმების მოშუშების საოცარი უნარი აქვს და ექიმების მოლოდინს აჭარბებს.
რას ამბობს ხესუს გალო:
„ილია ამის გადალახვას შეძლებს. დაბრუნების სურვილი და ჟინი საკმარისი იქნება ნებისმიერი სახის ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ტრავმის დასაძლევად, რაც კი მას მიადგა“.
„დაბრუნება 2026 წელს? სწორი და ყველაზე მიზანშეწონილი იქნება, თუ UFC ეტყვის, რომ მომავალ წლამდე მოიცადოს. თუმცა ფიზიკური თვალსაზრისით, თუ ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც საჭიროა, ის მზად იქნება. მიუხედავად ამისა, არ მგონია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგათ, რადგან ეს არ იქნება ყველაზე გონივრული საქციელი“.
„თოფურიას რეაბილიტაციის პროცესი კარგად მიმდინარეობს. მას გამოჯანმრთელების წარმოუდგენელი უნარი აქვს. ვიცოდით, რომ ბევრად უფრო სწრაფად აღიდგენდა ძალებს, ვიდრე ყველას ეგონა, რადგან ძალიან კარგი გენეტიკა აქვს. ასევე, უდიდესი დაფასება ეკუთვნით ექიმებსაც, რომლებიც მასთან ესპანეთში მუშაობდნენ“.
ცნობისათვის, ბოლო ინფორმაციით ჯასტინ გეიჯი კარიერის დასრულებამდე სავარაუდოდ კიდევ ერთ ბრძოლას ჩაატარებს, რომელიც მისთვის ფინანსურად ძალიან მომგებიანი უნდა იყოს, რის გამოც გამორიცხული არ არის, რომ ქამარი ვაკანტური გახადოს, ზედა წონაში ავიდეს და ქვესაშუალო დივიზიონის ჩემპიონთან იჩხუბოს. პარალელურად, გუნდის წარმომადგენლები ამერიკელთან დაუყოვნებლივ რევანშს ითხოვენ.