„მეტი ფული მოითხოვა“ - მახაჩევი თოფურიასთან ჩაშლილ ჩხუბზე
UFC-ის ქვესაშუალო წონითი დივიზიონის ჩემპიონმა, ისლამ მახაჩევმა დემეტრიუს ჯონსონთან ინტერვიუში ილია თოფურიასთან თეთრ სახლში დაგემგილი ჩხუბის ჩაშლის მიზეზებზე ისაუბრა.
„ჩვენ გვქონდა საუბარი თეთრ სახლში ჩხუბზე. ჩემმა მენეჯერმა, ალი აბდელაზიზმა დამირეკა და მითხრა, რომ თეთრ სახლში ვიჩხუბებ და კარგ ფულს გადამიხდიან. თანახმა ვიყავი. მომდევნო დღეს მან ისევ დამირეკა და მითხრა, რომ ჩემთან ჩხუბისთვის ილიამ დიდი თანხა მოითხოვა, მანამდე შეთავაზებული თანხის სანაცვლოდ კი გეიჯისთან ჩხუბი აირჩია.
ჩვენი ბრძოლა სწორედ ამიტომ არ შედგა. მზად ვიყავი ივნისში საჩხუბრად, შემდეგ ივლისში კონორ მაკგრეგორი ბრუნდებოდა, ამიტომ თავისუფალი მხოლოდ აგვისტო იყო, თუმცა ზაფხულის დასაწყისიდან მე მზად ვიყავი. მე პატარა ბიჭი აღარ ვარ, 34 წლის ვარ და ვხვდები, რომ არც ისე ბევრი ჩხუბი დამრჩა კარიერაში. ახლა დიდი წონის დაკლება არ მიწევს და თუ ტრავმები არ მქონდა, მირჩევნია, ყოველ 3-4 თვეში ერთხელ ვიჩხუბო“.
ცნობისთვის, ისლამ მახაჩევი რამდენიმე დღეში იან მაჩადო გარისთან ქვესაშუალო წონის ჩემპიონის ტიტულს პირველად დაიცავს.