„მუნდიალზე არყოფნამ მისი შანსები შეამცირა, მაგრამ...“ - AS კვარას შესახებ
უეფას სუპერთასის ფინალში ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა, რითაც სუპერთასის ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიგო.
გამორჩეული მატჩი ჰქონდა ხვიჩა კვარაცხელიას. ქართველმა შემტევმა თავი გოლით გამოიჩინა, როდესაც პირველ ნახევარში თავისი გუნდი დააწინაურა და ამის გარდა, ბევრი დასამახსოვრებელი ეპიზოდიც შექმნა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ხვიჩას თამაში მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, მათ შორის იყო ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ი, რომელმაც ქართველ შემტევს ოქროს ბურთის მოგების ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი უწოდა.
რას წერს AS:
კვარაცხელია მომენტს ჩაუსაფრდა და ბიზოს კარში რაკეტისებრად გაისროლა. ქართველმა შემტევმა მთელი მატჩი მაღალ ტემპში ჩაატარა და ყველას თავისი სენსაციური წინა სეზონი გაახსენა. მართალია, მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების არყოფნამ მის მიმართ ყურადღება ოდნავ შეამცირა, მაგრამ მისი ამჟამინდელი ფორმა პირდაპირ ყვირის, რომ ის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტია.
„პარი სენ-ჟერმენი“ კვირას, საქართველოს დროით 22:45 საათზე „ლანსის“ წინააღმდეგ საფრანგეთის სუპერთასის ფინალს ითამაშებს, ლიგა 1-ის ახალ სეზონს კი 23 აგვისტოს, „რენთან“ საშინაო მატჩით დაიწყებს.