ასტონ ვილა, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

კვარამ გაიტანა - პსჟ-მ ასტონ ვილა დაამარცხა და უეფას სუპერ თასი მოიგო

უეფას სუპერ თასისთვის ბრძოლაში პსჟ ბირმინგემის „ასტონ ვილას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.

ზალცბურგში გამართულ შეხვედრაში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა, რომელმაც მორიგი დიდი მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა. კვარამ მე-20 წუთზე დეზირე დუეს გადაცემის შემდეგ ჩვეულ სტილში ულამაზესი დარტყმის შედეგად გაიტანა.

გარდა გოლისა, ქართველ შემტევს მომენტები კიდევ ჰქონდა. აქტიური იყო, მეტოქეებს მოსვენებას არ აძლევდა და ტრადიციულად დაცვაშიც ბევრს მუშაობდა. ლუის ენრიკემ გუნდის შემტევებიდან ყველაზე მეტი დრო სწორედ ხვიჩას მისცა. ჯამში მან 88 წუთი ითამაშა.

ამ გამარჯვების შემდეგ, პსჟ „მილანისა“ და „რეალის“ შემდეგ, ისტორიაში მესამე გუნდი გახდა, რომელმაც უეფას სუპერ თასის მოგება ზედიზედ მეორედ შეძლო. ლუის ენრიკემ კი პარიზელებთან ერთად უკვე მე-13 ტიტული მოიგო.

ხვიჩა კვარაცხელიასთვის მორიგი თასი და მორიგი გოლი ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი იქნება.

კვარას ყველა მომენტი VS ასტონ ვილა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები