ესპანური მედია: წიტაიშვილმა რაიო ვალეკანოსთან შეთანხმებას მიაღწია
ბოლო პერიოდის განმავლობაში აქტიურად განიხილებოდა გიორგი წიტაიშვილის მომავალი.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტია და ნებისმიერ გუნდში შეუძლია თამაში.
ბოლო ინფორმაციით, წიტაიშვილმა გეზი რაიო ვალეკანოსკენ აიღო და ის ლა ლიგაში ითამაშებს.
ინფორმაციას, გავლენიანი სპორტული ჟურნალისტი მატეო მორეტო MARCA-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, რაიო ვალეკანოსა და გიორგი წიტაიშვილს შორის ყველანაირმა მოლაპარაკებამ წარმატებით ჩაიარა და ესპანურმა გუნდმა ტრანსფერი დახურა.
ესპანური მედიის ინფორმაციით, წიტაიშვილსა და რაიო ვალეკანოს შორის 3-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდება.
Exclusiva: el Rayo cierra el fichaje de Giorgi Tsitaishvili. @marca pic.twitter.com/8GEKPdGjQ8
— Matteo Moretto (@MatteMoretto) August 12, 2026