ოფიციალურად - წიტაიშვილი რაიო ვალეკანოს ფეხბურთელია
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი წიტაიშვილი „რაიო ვალეკანოს“ შეუერთდა. ინფორმაცია ესპანური კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
„რაიოს“ ინფორმაციით, ქართველმა ფეხბურთელთან სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
OFICIAL | Giorgi Tsitaishvili es nuevo jugador del Rayo Vallecano hasta el final de la temporada 2028-29.
— Rayo Vallecano (@RayoVallecano) August 13, 2026
¡Bienvenido, Giorgi! ⚡️ pic.twitter.com/LYQe19MEHi
გიორგი წიტაიშვილი 2026 წლის 30 ივნისამდე კიევის „დინამოს“ საკუთრება იყო და უკრაინულ კლუბთან კონტრაქტი რამდენიმე კვირის წინ ამოეწურა, რის შემდეგაც თავისუფალი აგენტი გახდა.
გასულ სეზონში ქართველი შემტევი ფრანგული „მეცის“ ღირსებას იცავდა, უფრო ადრე კი ლა ლიგა 2-ში, კერძოდ კი „გრანადაში“ თამაშობდა.
ამრიგად, ახალ სეზონში ლა ლიგაში ოთხი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს: „ვილიარეალის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, ლა ლიგა 2-იდან დაწინაურებული „რასინგის“ ფორვარდი გიორგი გულიაშვილი, „ხეტაფეს“ ახალწვეული საბა საზონოვი და „რაიო ვალეკანოს“ ახალი შენაძენი გიორგი წიტაიშვილი.