გიორგი აბუაშვილი
Aa
Aa

„შეტევაშიც და დაცვაშიც თავს არასდროს ზოგავს“ - მეცის მწვრთნელი აბუაშვილზე

„მეცი“ საფრანგეთის ლიგა 2-ის მეორე ტურში სტუმრად „გრენობლს“ დაუპირისპირდება.

ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუკ ჰოლცმა მატჩის წინ თავის გუნდში არსებული სიტუაცია შეაფასა. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო გიორგი აბუაშვილზე საუბრის ნაწილი იყო, რომელიც პრესასთან საუბრისას მწვრთნელთან ერთად იმყოფებოდა.

ჰოლცი აბუაშვილზე (მწვრთნელის კმაყოფილების მიზეზი):

„ის არის მოთამაშე, რომელსაც უყვარს ერთი-ერთზე თამაში. სიამოვნებს დრიბლინგი, მომენტების შექმნა, არასდროს იზოგავს თავს არც შეტევაში და არც დაცვაში. მწვრთნელისთვის მისნაირი ფეხბურთელის ყოლა ნამდვილი საჩუქარია“.

აბუაშვილი მომენტით ტკბება და უკვე გრენობლზე ფიქრობს:

„ნამდვილად ბედნიერი ვარ ამ პირველი მატჩის მოგებით. კარგად დავიწყეთ და მნიშვნელოვანი იყო სეზონის ასე გახსნა. ახლა უკვე გრენობლზე ვართ ფოკუსირებულები.

რთული მატჩი იყო, ამიტომ, ცხადია, იმ გოლის გატანა, რომელმაც გამარჯვება მოგვიტანა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბედნიერი ვარ, რომ გუნდის დახმარება შევძელი და განსაკუთრებით იმით, რომ ეს სამი ქულა გავინაღდეთ.“

შეგახსენებთ, რომ ლიგა 2-ის პირველ ტურში „მეცმა“ შინ „გენგამს“ 2:1 მოუგო. გამარჯვების მომტანი გოლის ავტორი აბუაშვილი გახდა. მეორე ტურის მატჩი „გრენობლის“ წინააღმდეგ 14 აგვისტოს, 22:45-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები