18 სეზონი NBA-ში | რასელ უესტბრუკი კარიერას ასრულებს
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გატარებული 18 სეზონის შემდეგ რასელ უესტბრუკმა კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ავტორიტეტული ინსაიდერი შემს ჩარანია იტყობინება.
მისი ცნობით, 37 წლის გამთამაშებელს, რომელიც გასულ სეზონში „საკრამენტოს“ ღირსებას იცავდა, როგორც შეთანხმების გახანგრძლივების, ისე „ვაშინგტონში“ გადასვლის შესაძლებლობა ჰქონდა.
უესტბრუკი 2017 წლის რეგულარული სეზონის MVP და „ყველა ვარსკვლავის მატჩის“ 9-გზის მონაწილეა. სხვადასხვა დროს ის „ოკლაჰომას“, „ჰიუსტონის“, „ვაშინგტონის“, „ლეიკერსის“, „კლიპერსის“, „დენვერისა“ და „საკრამენტოს“ ღირსებას იცავდა, ორჯერ გახდა ლიგის საუკეთესო მექულე და სამჯერ - საუკეთესო ასისტენტი.
მას ეკუთვნის NBA-ის სამმაგი დუბლების ყველა დროის რეკორდი. უესტბრუკის ანგარიშზე 209 სამმაგი დუბლია, მის უახლოეს მდევარ ნიკოლა იოკიჩს კი 198 სამმაგი დუბლი აქვს შესრულებული. 2012 წელს ლონდონში უესტბრუკმა აშშ-ის ნაკრებთან ერთად ოლიმპიური ოქრო მოიგო.