სანდრო მამუკელაშვილი, ლოს ანჯელეს ლეიკერსი
Aa
Aa

ლეიკერსი 12.5 მილიარდ დოლარად იყიდება - სპორტული ფრენჩაიზის რეკორდული გარიგება

ლოს-ანჯელეს „ლეიკერსი“ ამერიკელ ბიზნესმენ ჯოშ კუშნერსა და ბობ აიგერს 12.5 მილიარდ დოლარად გადაეცემათ, რაც სპორტული ფრენჩაიზის გაყიდვის ისტორიაში სარეკორდო თანხაა. ინფორმაციას ESPN-ის წყაროები ავრცელებენ.

კუშნერი და აიგერი ლას-ვეგასში NBA-ს ახალი გუნდის დამატების პროცესშიც იყვნენ ჩართულები, თუმცა მოვლენები მოულოდნელად შეიცვალა - მათ ლას-ვეგასის პროექტის ნაცვლად „ლეიკერსის“ შეძენა გადაწყვიტეს და მოქმედ მფლობელ მარკ უოლტერს აგრესიული შეთავაზებით მიმართეს.

უოლტერმა „ლეიკერსის“ საკონტროლო პაკეტი გასულ წელს ბასების ოჯახიდან შეიძინა. ახლა კი, თუ გარიგება საბოლოოდ დასრულდება, ლოს-ანჯელესური კლუბის ახალი მფლობელები კუშნერი და აიგერი გახდებიან.

12.5 მილიარდი დოლარი აშშ-ის სპორტის ისტორიაში გუნდის შეძენისთვის გადახდილი ყველაზე დიდი თანხა იქნება.

შეგახსენებთ, რომ ლეიკერსის რიგებში სანდრო მამუკელაშვილი გახლავთ, რომელიც მომავალი სეზონიდან ლოს-ანჯელესური კლუბის წარმატებისთვის იბრძოლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ქართველები ნაკრებში სათამაშოდ ყოველთვის მზად არიან“ - მონტენეგროს ნაკრების მწვრთნელი
„ქართველები ნაკრებში სათამაშოდ ყოველთვის მზად არიან“ - მონტენეგროს ნაკრების მწვრთნელი