„ეს მხოლოდ დასაწყისია“ - ხვიჩამ სუპერთასის მოგებაზე ისაუბრა
უეფას სუპერთასზე „ასტონ ვილასთან“ მოგებული მატჩის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენის“ ქართველმა შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ Stan Sport-ის ეთერში რამდენიმე თემაზე ისაუბრა.
ხვიჩა კვარაცხელია:
„პარი სენ-ჟერმენის“ მაისურით ტიტულის მოგება ყოველთვის სასიამოვნოა. რთული მატჩი იყო, თუმცა ვფიქრობ, დამსახურებულად მოვიგეთ. ძალიან კარგია, რომ სეზონს ტიტულით ვიწყებთ, და ვაპირებთ, ბოლომდე ვიბრძოლოთ - ეს მხოლოდ დასაწყისია.
ვინ იყო დღეს საუკეთესო ფეხბურთელი? ეს ჩემი შესაფასებელი არაა. ამაზე ხალხმა უნდა ისაუბროს. თავს კარგად ვგრძნობ, იმიტომ რომ სხვებზე მეტი დრო მქონდა დასასვენებლად. კარგ ფორმაში ვარ, მაგრამ მუშაობა უნდა გავაგრძელო.
მიზნები? რა თქმა უნდა, ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ. ესაა ჩვენი ამოცანა, იმიტომ რომ გვყავს შესანიშნავი გუნდი, სამწვრთნელო შტაბი და კლუბი“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში უკვე 2 ჩემპიონთა ლიგა და 2 უეფას სუპერთასი დაუგროვდა.
„პარი სენ-ჟერმენი“ შემდეგ მატჩს უკვე საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში გამართავს. ენრიკეს გუნდის მოწინააღმდეგე 16 აგვისტოს „ლანსი“ იქნება.