ხვიჩა კვარაცხელია, უნაი ემერი
Aa
Aa

„ოქროს ბურთის მოგება შეუძლია“ - ემერიმ კვარა გამოარჩია

„ასტონ ვილას“ მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ უეფას სუპერთასის შემდეგ პარიზელთა ქართველ შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა.

ბირმინგემული კლუბის მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ კვარაცხელიას „ოქროს ბურთის“ მოგება შეუძლია.

„კვარაცხელიას გავლენა თამაშზე უბრალოდ საოცარია. ის შესანიშნავი იყო „ნაპოლიში“ ორი წლის წინ და ახლა „პარი სენ-ჟერმენშიც“. დღეს ფანტასტიკური გოლი გაიტანა.

კვარა ერთ-ერთია იმ ფეხბურთელებიდან, ვინც მსოფლიო ჩემპიონატზე არ იყო, ამიტომ დღეს კარგ ფორმაში იყო და ეს ყველამ დაინახა.

ისეთი გოლი გაიტანა, როგორებიც ხშირად გააქვს. ვცადეთ, რომ ეს არ დაგვეშვა, მაგრამ ფანტასტიკური დარტყმა აქვს. რა თქმა უნდა, ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა, თუმცა, ვფიქრობ, კვარაცხელიას ოქროს ბურთის მოგება შეუძლია“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას კარიერაში უკვე 2 ჩემპიონთა ლიგა და 2 უეფას სუპერთასი დაუგროვდა.

პარი სენ ჟერმენი შემდეგ მატჩს უკვე საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველ ტურში გამართავს. ენრიკეს გუნდის მოწინააღმდეგე 16 აგვისტოს „ლანსი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ისევ თავის პლანეტაზეა“ - პრესის გამოხმაურება
„კვარა ისევ თავის პლანეტაზეა“ - პრესის გამოხმაურება