U16 ევროპის ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრების ზედიზედ მე-5 წაგება
Aa
Aa

U16 ევროპის ჩემპიონატი - საქართველოს ნაკრების ზედიზედ მე-5 წაგება

საქართველოს 16-წლამდელ კალათბურთელთა ნაკრებმა რუმინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მორიგი მარცხი განიცადა. ქართველმა ახალგაზრდებმა თურქეთთან 71:79 წააგეს და ტურნირზე ზედიზედ მეხუთე შეხვედრა დათმეს.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი ლუკა გაბისონია იყო, რომელმაც 17 ქულა დააგროვა. ტრავმის შემდეგ გუნდს დაბრუნებულმა ცოტნე დგებუაძემ კი 16 ქულა, 8 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა მიითვალა.

მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრები მეცამეტე-მეთექვსმეტე ადგილებისთვის ბრძოლაში გადაერთო. ქართველ კალათბურთელებს დარჩენილი ორი შეხვედრის მოგება სჭირდებათ, რათა ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონში დაქვეითება თავიდან აიცილონ.

გუნდის მიზანი მინიმუმ მე-13 ადგილის დაკავებაა, რაც საქართველოს ნაკრებს მომავალ წელსაც საუკეთესო გუნდებს შორის დარჩენის საშუალებას მისცემს.

მომდევნო მატჩში ქართველი კალათბურთელები იტალიისა და ისრაელის შეხვედრაში დამარცხებულ გუნდს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ოფიციალურად: ზაზა ფაჩულიას შვილმა ბარსასთან კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად: ზაზა ფაჩულიას შვილმა ბარსასთან კონტრაქტი გააფორმა