ამ დღის გამო ცხოვრება ღირდა | ტარიელ ხეჩიკაშვილი ისტორიული გამარჯვების შემდეგ
ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „იბერიამ“ ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონი „ლარნი“ „მიხეილ მესხზე“ მიიღო. მატჩის ძირითადი დრო ფრედ, 1:1 დასრულდა, დამატებით დროში კი ნიკოლოზ სიხარულაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა. ამ გადამწყვეტი გოლით გუნდი ევროპა ლიგის ფლეი-ოფში გავიდა და კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდა. 22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული კლუბი ევროპული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
„იბერიას'' პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი: „ყველა გულშემატკივარს უღრმესი მადლობა. ძალიან მძიმეა... ამ დღის გამო ღირდა ცხოვრება, წვალებად, დიდი შრომად და დიდება და მადლობა უფალს, რომ გავიმარჯვეთ და აი ამდენი ხალხი გავახარეთ. დღეს ჩვენი შინდისის გმირების ხსენების დღეა და მათ მინდა... ხვალ დიდგორობაა და ჩვენთვისაც ესეთი პატარა... ერთგვარი დიდი ბრძოლა იყო და ჩვენს გმირებს მივუძღვენით ეს გამარჯვება და იმედია, რომ გამარჯვება გაგრძელდება და ბევრჯერ გავახარებთ გულშემატკივარს, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვისაც და აი ამის გამო ღირდა ამდენი წვალება და შრომა. დიდება და მადლობა უფალს და მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს.“
„იბერიას'' ვიცე-პრეზიდენტი დავით ხეჩიკაშვილი: „პირველ რიგში მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ გულშემატკივარს, რომ ბოლო წუთამდე... რთული თამაში იყო. შეიძლება თავიდან ვერ გავიხსენით ისე, როგორც საჭირო იყო, ვერ დავანახეთ ის ტემპი გულშემატკივარს, იმიტომ რომ მიჩვეული არიან ლაღ, სწრაფ თამაშს და შემდეგ უკვე შევძელით, ვიპოვეთ ჩვენს თავში ძალა. მადლობა ღმერთს და შევძელით, აი მართლა ეს ნანატრი 22 წელი... ჩვენ გვინდოდა, ეს ძალიან დიდი სურვილი გვქონდა და მადლობა თითოეულ გულშემატკივარს და ეს მართლა ქართული ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს და ყველა იმ ადამიანს ეძღვნება... და ვისაც კი ამაში წვლილი მიუძღვის, ყველა იმ ადამიანისთვის გავაკეთეთ ჩვენ ეს. და მიხარია, რომ ეს ჩვენ შევძელით და იმედია, ჯერ ახლა ეს პირველი ნაბიჯი იყო და ამის შემდეგ უკვე უნდა გავაგრძელოთ აუცილებლად და არ დავკმაყოფილდეთ ამით. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი კიდევ ერთხელ ყველა იმ ადამიანს, ვინც აი ამ წარმატებაში თითო აგური დადო.''.