შტურმი, ოთარ კიტეიშვილი
Aa
Aa

ავსტრიული გამოცემა კიტეზე: “უცნობია როდის დაბრუნდება მაესტრო“

გრაცის „შტურმი“ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე რთული ამოცანის წინაშეა. ავსტრიის ვიცე-ჩემპიონს სტამბოლის „ფენერბაჰჩესთან“ პირველი მატჩის შემდეგ ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდი ტურნირს გამოეთიშება.

„შტურმმა“ ერთი კვირის წინ თურქეთში 0:2 წააგო, ახლა კი მეტოქეს საკუთარ მოედანზე უმასპინძლებს. თუმცა, გრაცელებს კვლავ ვერ დაეხმარება ოთარ კიტეიშვილი, რომელიც ტრავმის გამო სეზონის დასაწყისიდან ვერ ახერხებს სრულფასოვან თამაშს.

ავსტრიული გამოცემა Laola1-ის ინფორმაციით, 30 წლის ქართველ ნახევარმცველს წვივის პრობლემა აწუხებს და ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებს მოედანზე დაბრუნებას.

„ვერ ითამაშებს ნახევარდაცვის მაესტრო ოთარ კიტეიშვილი, რომელსაც სეზონის დასაწყისიდან წვივის პრობლემები აწუხებს. უცნობია, როდის დაუბრუნდება ფეხბურთელი მოედანს“, – წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, რომ შტურმისა და ფენერბაჰჩეს განმეორებითი დაპირისპირება დღეს თბილისის დროით 22:30-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები