ლუკა ხორხელი
Aa
Aa

გოლი დაუფასდა | ხორხელი ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

სლოვაკურმა სპორტულმა პლატფორმა Yoyo Sport-მა ჩემპიონატის მე-3 ტურის სიმბოლურ გუნდში ლუკა ხორხელი შეიყვანა. „ტრნავას’’ 26 წლის შემტევმა „ბანსკა ბისტრიცას’’ გაუტანა, მის გოლით ანგარიში 2:0 გახდა, თამაში 3:0 დასრულდა.

ლუკა სლოვაკურ კლუბში მეორე სეზონს იწყებს, განსაკუთრებით შედეგიანი გასული სეზონის მეორე ნახევარი ჰქონდა, როცა საუკეთესო ექვსეულში 9 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი შეასრულა. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, ჩემპპიონატსა და კონფერენს ლიგაზე საერთო ჯამში 5 მატჩი ჩაატარა (4 სასტარტოში) და 1 გოლი შეაგდო.

ესპანელი მთავარი მწვრთნელი ანტონიო ლოპესი ლუკას დიდ ნდობას უცხადებს, რეგულარულად ათამაშებს, რაც სტაბილურობის გაგრძელების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ფაქტორია. 

ხორხელს სლოვაკურ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ბევრი გააკეთა, ცუდიც, კარგიც, მაგრამ ყოველთვის კარგი უნდოდა“ - მერებაშვილი ფიფიაზე, ქეცბაიაზე და დინამოზე
„ბევრი გააკეთა, ცუდიც, კარგიც, მაგრამ ყოველთვის კარგი უნდოდა“ - მერებაშვილი ფიფიაზე, ქეცბაიაზე და დინამოზე