ხვიჩა კვარაცხელია, ბრედლი ბარკოლა
Aa
Aa

„ხვიჩაზე ბევრად უკანაა, ამდენი ნამდვილად არ ღირს“ | ინგლისში ბარკოლაზე ისაუბრეს

„ჩელსისა“ და „ასტონ ვილას“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ენდი თაუნსენდმა „არსენალის“ სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა. თაუნსენდმა „მეთოფეებს“ ურჩია, ბრედლი ბარკოლაში ის თანხა არ გადაიხადონ, რასაც „პარი სენ-ჟერმენი“ ითხოვს და თვლის, რომ ფრანგი ამდენი ნამდვილად არ ღირს.

„მესმის, ვინისიუს ჟუნიორის შეძენა რატომაც უნდოდათ, თუმცა ვერ ვხვდები, მომდევნო რიგითი ფეხბურთელისთვის რატომ უნდა იბრძოლო. ჩემი აზრით, ბრედლი ბარკოლა სხვა გარემარბების დონეზე არ არის და ამხელა თანხა ნამდვილად არ ღირს.

ვფიქრობ, ბარკოლა ხვიჩა კვარაცხელიაზე ბევრად უკანაა და დეზირე დუესაც ჩამორჩება. პირადად მე, მიმაჩნია, რომ ისინი გაცილებით უკეთესი ფეხბურთელები არიან. არ მგონია, ბარკოლას თამაში ის საბოლოო პროდუქტი იყოს, რომელიც 160 მილიონი ევრო ღირს. შანსი არაა. გაბრიელ მარტინელის ბარკოლათი ნამდვილად არ შევცვლიდი“.

ცნობისთვის, ახლახან ინგლისურ პრესაში დაიწერა, რომ „არსენალი“ მზადაა, „ლივერპულს“ კონკურენცია გაუწიოს და ბარკოლასთვი იბრძოლოს. „პარი სენ-ჟერმენი“ თავისი გარემარბის სანაცვლოდ 160-170 მილიონ ევროს ითხოვს, „ლივერპულის“ პირველი შეთავაზება კი 115 მილიონის ოდენობის იყო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
პირველად 47 წლის შემდეგ | ირაკლი ეგოიანის ექსელსიორის ისტორიული შედეგი
პირველად 47 წლის შემდეგ | ირაკლი ეგოიანის ექსელსიორის ისტორიული შედეგი