იბერია 1999, ანდრეი დემჩენკო
Aa
Aa

ვულოცავ ქართველ ხალხს ამ გამარჯვებას | დემჩენკო ლარნის დამარცხების შემდეგ

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „იბერიამ'' ჩრდილოეთ ირლანდიის ჩემპიონი „ლარნი'' „მიხეილ მესხზე'' მიიღო, მატჩის ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, დამატებით დროში ნიკოლოზ სიხარულაშვილმა გამარჯვების გოლი გაიტანა და ამ გადამწყვეტი გოლით გუნდი ევროპა ლიგის ფლეი-ოფში გავიდა, კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში გაინაღდა. 22-წლიანი პაუზის შემდეგ ქართული კლუბი ევროპული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

მატჩის შემდეგ „იბერიას'' მთავარმა მწვრთნელმა ანდრეი დემჩენკომ პრესკონფერენცია გამართა.

„უპირველესად ყველას ვულოცავ გამარჯვებას, ქართველი ხალხი 22 წელი ელოდა ამ შედეგს. მატჩის მიმდინარეობისას ცოტას ვნერვიულობდი, რადგან საკმაოდ კარგად ვთამაშობდით, თავდაჯერებულნი ვიყავით, მაგრამ  გოლი გვიან გავიტანეთ, თამაშის ბედი სწრაფად ვერ გადავწყვიტეთ. გუნდის თამაშით კმაყოფილი ვარ.

დანებებას არ ვაპირებთ. ვეცდებით, ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდეთ. რატომაც არა?

დატვირთული პერიოდი მოდის, ეროვნული ჩემპიონატიც დაიწყება, შემადგენლობის მეტი სიღრმეა საჭირო, ფეხბურთელების დამატება მნიშვნელოვნია.

ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ არცერთ მოენტში არ უნდა დანებდნენ. ამ ფსიქოლოგიურ ასპექტზე ძალიან ბევრს ვმუშაობ. ზოგადად, ჩემი დევიზია: არასდროს დანებდე.

კლუბის პრეზიდენტს ვესაუბრე და ვუთხარი, რომ სამ ფრონტზე თამაშისთვის შემადგენლობის მეტი სიღრმეა საჭირო. აუცილებლად შეეცდება, რომ გუნდი გააძლიეროს''.

პრესკონფერენციას გუნდის კაპიტანი გიორგი ჯინჯოლავაც ესწრებოდა.

ჯინჯოლავა: „როგორც მატჩისწინ ვთქვი, სავსე ტრიბუნების წინაშე თამაშის გამოცდილება არ გვქონდა, დღეს ერთად ყველაფერი შევძელით. მადლობა ქომაგებს, რომ მოვიდნენ და ხმარი დაგვიჭირეს. ვულოცავ მთელ საქართველოს. როგორც იქნა, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ქართული კლუბი ევროპული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.

სად არიან კრიტიკოსები, სად არიან ჩასაფრებულები. ალბათ კლავიატურა გაუფუჭდათ. მე არ მაინტერესებს სხვების აზრი, ჩემზე არ მოქმედებს, მაგრამ ახალგაზრდული გუნდია და ჩასაფრებული ხალხის კომენტარები ახალგაზრდებზე შესაძლოა გავლენის მომხდენი იყოს.

11 წლის ასაკიდან „იბერიაში'' ვთამაშობ. მეამაყება, რომ ამ გუნდის წევრი ვარ და რომ წვლილი შევიტანე ამ გუნდის წარმატებაში.

ჩვენს წარმატებას სხვა ქართული კლუბები მოტივაციად მიიღებენ და ვფიქრობ, რომ სამომავლოდ უფრო მეტი ქართული კლუბი ითამაშებს ევროპული ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე''.

შეგახსენებთ, ჩრდილოეთ ირლანდიაში გამართული პირველი მატჩი უგოლოდ დასრულდა.

მიმდინარეობს განახლება

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ავსტრიული გამოცემა კიტეზე: “უცნობია როდის დაბრუნდება მაესტრო“
ავსტრიული გამოცემა კიტეზე: “უცნობია როდის დაბრუნდება მაესტრო“