ლუკაკუმ ნაპოლი დატოვა - კიდევ ერთი ვარსკვლავი თურქეთში
თურქეთის საფეხბურთო ჩემპიონატი მოახლოებულ სეზონში ინტერესითა და ინტრიგით, რომ ევროპის ტოპ-ლიგებს გაუტოლდება, ამაზე სუპერლიგის გრანდების მიერ განხორციელებული ტრანსფერებიც კარგად მეტყველებს. კიდევ ერთი ვარსკვლავი, რომელმაც კარიერის ჩვენ მეზობელ ქვეყანაში გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო, რომელუ ლუკაკუა.
33 წლის ბელგიელი ფორვარდი სტამბულში დღეს ჩავიდა და „ფენერბაჰჩესთან“ კონტრაქტი გააფორმა. გავრცელებული ინფორმაციით დედაქალაქელებს მისი ტრანსფერის „ნაპოლიდან“ გამოსყიდვა 6 მილიონი ევრო დაუჯდათ და კამპანიელები გარკვეულ თანხას ბონუსის სახით მოგვიანებითაც მიიღებენ. მხარეები მოლაპარაკებებს დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდნენ, თუმცა ყველასთვის ცხადი გახლდათ, რომ ტრანსფერი ადრე თუ გვიან განხორციელდებოდა, რადგან ვეტერანი ფორვარდი ნეაპოლელთა ახალი დამრიგებლის, მასიმილიანო ალეგრის გეგმებში არ ჯდებოდა.
ცნობისათვის, გასულ სეზონში რომელუ ლუკაკუმ „ნაპოლის“ რიგებში ყველა ტურნირზე მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე კი ბელგიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირმა 6 შეხვედრაში თავი 3 გოლითა და 1 საგოლე პასით გამოიჩინა.