პსჟ, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

13 საგოლე მოქმედება 12 მატჩში - საინტერესო ფაქტები ხვიჩაზე და პსჟ-ზე

გასული სეზონის ტრიუმფატორმა „პარი სენ-ჟერმენმა“ წლევანდელიც წარმატებულად დაიწყო - ლუის ენრიკეს შეგირდებმა ევროპის სუპერთასის მატჩში ევროპა ლიგის გამარჯვებული „ასტონ ვილა“ 2:1 დაამარცხეს და ჩინებული განწყობა შეიქმნეს. ბუნებრივია, თითოეულ თამაშს ახლავს საინტერესო სტატისტიკური ფაქტები და ხვიჩა კვარაცხელიას და მისი თანაგუნდელების მორიგ წარმატებაზე ასეთ ცნობებს ქვემოთ შემოგთავაზებთ.

საინტერესო ფაქტები

2026 წელს უეფას ეგიდით გამართულ 12 მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას 13 საგოლე მოქმედება აქვს - ქართველი ვარსკვლავის ანგარიშზე 9 გოლი და 4 ასისტია.

„მილანისა“ (1989, 1990) და „რეალის“ (2016, 2017) შემდეგ „პარი სენ-ჟერმენი“ (2025, 2026) გახდა ისტორიაში მესამე კლუბი, რომელმაც ევროპის სუპერთასი ზედიზედ მოიგო.

უეფას ეგიდით ინგლისის პრემიერლიგის წარმომადგენლებთან გამართული ბოლო 14 მატჩიდან „პარი სენ-ჟერმენმა“ 10 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. აქვე გეტყვით, რომ უეფას ეგიდით ჩატარებულ შეჯიბრებებში უკანასკნელი 22 თამაშიდან პარიზელებმა თოთხმეტში გაიმარჯვეს, ექვსი ფრედ დაასრულეს და მხოლოდ ორი წააგეს.

ლუის ენრიკემ სამწვრთნელო კარიერაში ევროპის სუპერთასი რიგით მესამედ მოიპოვა, რითაც სერ ალექს ფერგიუსონსა და ჯოვანი ტრაპატონის გაუთანაბრდა და ახლა ეს ჯილდო მასზე მეტჯერ მხოლოდ კარლო ანჩელოტის (5) და პეპ გუარდიოლას (4) აქვთ მოგებული.

ევროპის სუპერთასის უკანასკნელი 50 მატჩიდან 31 შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა მიაღწია წარმატებას. ბოლოს ეს ტიტული ევროპა ლიგის ჩემპიონმა 2018 წელს მოიგო და ამის გაკეთება მადრიდის „ატლეტიკომ“ მოახერხა.

„ასტონ ვილას“ 17 წლის ფეხბურთელი ბრაიან მაჯო გახდა ყველაზე ახალგაზრდა, რომელმაც ევროპის სუპერთასის მატჩში გაიტანა. მაჯომ პატრიკ კლუივერტის რეკორდი მოხსნა, რომელმაც თავი 19 წლის ასაკში გამოიჩინა.

უნაი ემერიმ ევროპის სუპერთასზე მწვრთნელის ამპლუაში ოთხ მატჩში მიიღო მონაწილეობა და ბასკი მწვრთნელი ოთხივე შემთხვევაში დამარცხდა.

კილიან მბაპეს წასვლის შემდეგ „პარი სენ-ჟერმენმა“ 12 შესაძლო ტიტულიდან 10 მოიგო. 2011 წლის შემდეგ კი, ანუ მას შემდეგ რაც პარიზული კლუბი კატარელებმა შეიძინეს, „სენ-ჟერმენმა“ 43-ე ტიტული მოიპოვა.

ცნობისათვის, ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს „პარი სენ-ჟერმენთან“ ერთად რიგით მეცხრე ტიტული მოიგო - საფრანგეთის ლიგა 1, ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი - ორჯერ, თითოჯერ კი საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი აქვს მოპოვებული.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარა ისევ თავის პლანეტაზეა“ - პრესის გამოხმაურება
„კვარა ისევ თავის პლანეტაზეა“ - პრესის გამოხმაურება