სევილიას შეთავაზებული თანხა საკმარისი არაა - ბოლო ცნობები ქოჩორაშვილზე
სევილიამ ლისაბონის სპორტინგს გიორგი ქოჩორაშვილთან დაკავშირებით შეთავაზება გაუგზავნა, თუმცა პორტუგალიური მხარისგან უარი მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას პორტუგალიური გამოცემა Record-ი ავრცელებს.
რას წერს გამოცემა:
„სევილიას“ ქოჩორაშვილის იჯარა და ერთი წლის შემდეგ 4 მილიონ ევროდ სავალდებულო გამოსყიდვა სურდა, პორტუგალიელები კი ამ თანხას არასაკმარისად მიიჩნევენ.
მათი მიზანია, ქოჩორაშვილში „ლევანტესთვის“ გადახდილი თანხა, 5.5 მილიონი ევრო, სრულად ამოიღონ. თუმცა „სპორტინგში“ ასევე ფიქრობენ, რომ მოლაპარაკებების გაგრძელების შედეგად „სევილიასთან“ შეთანხმებას მიაღწევენ, ამიტომ ქოჩორაშვილთან დაკავშირებით სიახლეებს უახლოეს დღეებში უნდა ველოდოთ“.
ცნობისთვის, გასულ სეზონში ქოჩორაშვილმა ლისაბონურ კლუბში თავის დამკვიდრება ვერ შეძლო და კარიერის გაგრძელების საუკეთესო მიმართულებად ახლა ლა ლიგას განიხილავს.