გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

გუნდს იდეალურად მოერგება | ახალი ინფორმაცია მიქაუტაძესა და ბარსაზე

ესპანურ პრესაში გიორგი მიქაუტაძესა და „ბარსელონასთან“ დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელდა. რამდენიმე საათის წინ კატალონიურმა Sport-მა დაწერა, რომ მიქაუტაძე „ბლაუგრანაში“ გადასვლაზე თანახმაა და „ვილიარეალი“ მის სანაცვლოდ 60-65 მილიონ ევროს ითხოვს.

Sport-ის შემდეგ მიქაუტაძეზე El Chiringuito-ს ჟურნალისტმა, ხოსე ალვარეს ჰაიამ ისაუბრა. მან სოციალურ ქსელ X-ში პოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა: „სიმართლეა, რომ „ბარსელონა“ ფერან ტორესის წასვლის ფონზე სხვადასხვა სცენარზე მუშაობს (ხულიან ალვარესის საკითხისგან დამოუკიდებლად).

კლუბის შიგნით მიქაუტაძეს ძალიან კარგი შეფასებები აქვს მისი მახასიათებლების გამო, რომლებიც გუნდს იდეალურად მოერგება. ლაუტაროს თაობაზეც იყო გარკვეული კონსულტაცია. გეგმა A 100%-ით ხულიანია“.

ცნობისთვის, „ატლეტიკო“ ალვარესის გაშვებას კატეგორიულად გამორიცხავს და არგენტინელმა ფეხბურთელმა დღეს გუნდთან ერთადაც ივარჯიშა. რაც შეეხება ფერანს, მისით „პარი სენ-ჟერმენია“ დაინტერესებული და ფაბრიციო რომანოს მიხედვით, ტრანსფერი უახლოეს საათებში დადასტურდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი გუნდისგან არაფერი მიკვირს“ - ლუის ენრიკე გამარჯვების შემდეგ
„ჩემი გუნდისგან არაფერი მიკვირს“ - ლუის ენრიკე გამარჯვების შემდეგ