ისლამ მახაჩევი, ჯონ ჯონსი, იან მაჩადო გარი
Aa
Aa

„ჩემთან ერთად ყველა დროის საუკეთესოა“ - ჯონსმა ისლამზე ისაუბრა

ქვესაშუალო წონის საჩემპიონო ბრძოლამდე, სადაც ერთმანეთს ისლამ მახაჩევი და იან მაჩადო გარი უნდა დაუპირისპირდნენ, ორ თვეზე ნაკლები დრო რჩება. ბევრი მიიჩნევს, რომ ირლანდიელი დაღესტნელისთვის ურთულესი მოწინააღმდეგე იქნება და შესაძლოა, მახაჩევმა ჩემპიონის ტიტული სწორედ გარისთან ჩხუბში დათმოს, თუმცა ლეგენდარული მებრძოლი ჯონ ჯონსი აბსოლუტურად სხვა აზრზეა და საინტერესო კომენტარიც გააკეთა.

ჯონ ჯონსი

ამ ბრძოლაში ფავორიტად ისლამს დავასახელებდი, რადგან მას ჭიდაობის დიდი ბაზა აქვს, მოჭიდავის დამარცხება კი ჩვენს სპორტში ნებისმიერისთვის ურთულესი საქმეა. მახაჩევს ჩემთან ერთად თავისუფლად შეიძლება ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მებრძოლი ვუწოდოთ და მას ვუსურვებ, რომ ეს შთამბეჭდავი სერია რაც შეიძლება დიდხანს, ასეთივე შემართებით განაგრძოს.

ცნობისათვის, ისლამ მახაჩევს UFC-ში 16-ბრძოლიანი მოგებათა სერია აქვს და თუ იან მაჩადო გარისაც დაამარცხებს, მაშინ ანდერსონ სილვას მიღწევას გააუმჯობესებს და ამ მხრივ ყველა დროის რეკორდსმენი გახდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„აქ თუ დარჩება, თავს გავუხეთქავ“ - გარის მორალესმა მალევე უპასუხა
„აქ თუ დარჩება, თავს გავუხეთქავ“ - გარის მორალესმა მალევე უპასუხა