„მე და მესი შევთანხმდით, რომ ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო“ - სკალონი
არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ იორდანიასთან გამარჯვების შემდეგ, განვლილი მატჩი შეაფასა და მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფში გასვლაზე ისაუბრა.
რა თქვა სკალონიმ:
„რა თქმა უნდა, შეფასება დადებითია, რადგან სამივე მატჩი მოვიგეთ. იორდანია კარგი გუნდია, თავს კარგად და თავისუფალ სივრცეებს არ ტოვებდნენ. ბიჭებმა შესანიშნავად ითამაშეს და მაჩვენეს, რომ საჭიროების შემთხვევაში ყველა მზად არის მოედანზე გასასვლელად. რომეროს გამოკლებით, რომლის დაბრუნების იმედიც გვაქვს, მთელი შემადგენლობა მწყობრშია.
მაქსიმუმის გაღება უნდა გავაგრძელოთ, რადგან ამ მაისურის ტარება ნიშნავს, რომ ყოველთვის მაღალი დონე აჩვენო და გამარჯვებისკენ ისწრაფვოდე. კონკურენციის ეს სულისკვეთება ფეხბურთელებშია ჩადებული და ასე იქნება ყოველთვის.
მე და ლეო შევთანხმდით, რომ მეორე ტაიმში მისი შეცვლაზე შესვლა დღეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. ეს ბევრს მეტყველებს გუნდის მიმართ მის დამოკიდებულებაზე.
ზუსტად იმავეს ვგრძნობ, რასაც პირველ დღეს: იგივე ემოციები მაქვს ყოველი მატჩის წინ. ყოველთვის ვნერვიულობთ, რადგან მარტივი თამაშები არ არსებობს.
დღევანდელ მატჩში ფეხბურთელების ჯანმრთელობით გარისკვა არ გვინდოდა, უფრო ის გვსურდა გვენახა, ვის შეუძლია სხვადასხვა პოზიციებზე თამაში. გაკეთებული არჩევნით კმაყოფილები ვართ.
ლო ჩელსომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ძალიან დასანანად გამოტოვა და ველოდით მომენტს, როდის მიიღებდა ის თავის შანსს. გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა. კარგად ითამაშა და გოლი გაიტანა, რაც განსაკუთრებულად გვახარებს.
კაბო-ვერდეს შედეგს არ გავუკვირვებივარ, რადგან კარგი გუნდია. რთული მეტოქეა, რადგან უკვე არაერთი პრობლემა შეუქმნეს ერთ-ერთ ფავორიტ ესპანეთს, ურუგვაისა და საუდის არაბეთს. სწრაფი და ხარისხიანი გუნდია“.
არგენტინელებმა J ჯგუფში 1-ლი ადგილი დაიკავეს და პლეი-ოფში კაბო-ვერდეს ნაკრებს დაუპირისპირდებიან.