გარი ლინეკერი, კაი ჰავერცი
Aa
Aa

„ასეთი სუსტი გუნდი არასოდეს ჰყოლიათ“ - ლინეკერმა გერმანელები გააკრიტიკა

მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა და ბუნებრივია, ახლა უკვე ყველა სხვადასხვა გრანდების საჩემპიონო შანსებზე საუბრობს. უკვე ცნობილია, რომ თუ მეთექვსმეტედფინალის ბარიერს გადალახავენ, მერვედფინალში გულშემატკივარი საფრანგეთი-გერმანიის დაპირისპირებას იხილავს. რამდენად დიდი ფავორიტია მათი ქვეყნის ნაკრები გერმანელებთან შეხვედრაში, ამის თაობაზე Lequipe-ის წარმომადგენელმა შეკითხვით ლეგენდარულ ინგლისელ ფეხბურთელს გარი ლინეკერს შეეკითხა, რაზეც მისგან ასეთი პასუხი მიიღო:

„ჯგუფურ ეტაპზე გერმანიის ყველა მატჩს ვუყურე და შემიძლია გითხრათ, რომ ამ ქვეყანას ასეთი სუსტი ნაკრები არც ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ჰყოლია - საფრანგეთი მეოთხედფინალში პრობლემების გარეშე გავა.

გერმანელები წარსული წარმატებებით ცხოვრობენ და არაფრის შეცვლას არ აპირებენ, რის გამოც წინა ორ მუნდიალზე დაისაჯნენ და პლეი ოფის საგზური ვერ მოიპოვეს. შეიძლება ვცდები, მაგრამ მე ასე ვფიქრობ“.

ცნობისათვის, ამ სიტყვებზე გარი ლინეკერს გერმანიის ნაკრებიდან კაი ჰავერცმა უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ ექსპერტები გერმანიაშიც ბევრნი არიან და ლინეკერისგან კრიტიკას ვერ მიიღებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რონალდო: ანჩელოტის ფეხბურთი ისე ესმის, როგორც არავის
რონალდო: ანჩელოტის ფეხბურთი ისე ესმის, როგორც არავის