კარლო ანჩელოტი, რონალდო ნაზარიო
Aa
Aa

რონალდო: ანჩელოტის ფეხბურთი ისე ესმის, როგორც არავის

ლეგენდარულმა რონალდომ კარლო ანჩელოტის ბრაზილიის ნაკრებში მუშაობა მოიწონა და აღნიშნა, რომ სჯერა მისი წარმატების მსოფლიო ჩემპიონატზე.

- რადგან მწვრთნელებზე ჩამოვარდა სიტყვა, რას ფიქრობთ ბრაზილიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად კარლო ანჩელოტის დანიშვნაზე?

„მე სრულად ვენდობი მის მუშაობას და მის უნარს, შექმნას სწორი ატმოსფერო გუნდში, ასევე წარმოაჩინოს საუკეთესო მოთამაშეები. მას ფეხბურთი ისე ესმის, როგორც არავის, და შესანიშნავად შეუძლია წნეხთან გამკლავება. ბრაზილიის ნაკრებზე თუ ვისაუბრებთ, ახლა მთავარი მწვრთნელის პოსტზე სხვას არავის ავირჩევდი”.

- მასთან ერთად გჯერათ ნაკრებისთვის მეექვსე ვარსკვლავის მოპოვების?

„დიახ, მჯერა. და მიმაჩნია, რომ სწორედ მწვრთნელის მუშაობა ხდება დღეს მთავარი ფაქტორი, რომელიც გუნდებს შორის განსხვავებას განსაზღვრავს. ჩვენ გვყავს ფეხბურთელები, რომლებმაც დიდი ხანია დაიმკვიდრეს თავი საერთაშორისო ასპარეზზე და მიჩვეულები არიან უმაღლესი დონის მატჩებს, გვყავს ახალგაზრდა ტალანტები... ანჩელოტიმ კი ზუსტად იცის, როგორ იმუშაოს მსოფლიო კლასის მოთამაშეებთან, როგორ მისცეს მოტივაცია კოლექტივს და შეუქმნას გუნდს მშვიდი, ხელსაყრელი ატმოსფერო.

სწორედ ეს აკლდა ბრაზილიას ახლა ყველაზე მეტად, რადგან მსოფლიო ჩემპიონატებზე გამარჯვებების ასეთი ხანგრძლივი არარსებობის გამო წნეხი მხოლოდ ძლიერდება. მაგრამ ეს მუნდიალი ჩვენ ძალიან კარგად დავიწყეთ”.

-  განაცხადა რონალდომ.

1/16-ფინალში ბრაზილიელები დღეს იაპონიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მატჩი ჩვენი დროით 21:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები