დენა უაითი, დონალდ ტრამპი
Aa
Aa

„ყველაფერი ბრწყინვალედ ჩაივლის“ - ტრამპი UFC-ის თეთრი სახლის ქარდზე

აშშ-ის 47-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში დაგეგმილ UFC-ის ტურნირზე ისაუბრა და მას დიდებული ქარდი უწოდა.

„დენა უაითი კარგი ბიჭია, საუკეთესო. მისი მსგავსი უბრალოდ არავინაა. სწორედ მას გაუჩნდა იდეა, რომ UFC-ის ტურნირი თეთრ სახლში - პირდაპირ გაზონზე ჩაგვეტარებინა. მას უკვე შეკრული აქვს გასაოცარი ქარდი.

არც კი ვიცი, სრულად არის თუ არა უკვე დაკომპლექტებული, თუმცა რაც ვნახე - იქ ყველა ტოპ-მებრძოლი იქნება. თეთრ სახლში გამართულ ტურნირზე ჩხუბი ყველას სურს. ეს ღონისძიება აშშ-ის 250 წლისთავს მიეძღვნება, ასე რომ, ყველაფერი ბრწყინვალედ ჩაივლის“,

– განაცხადა ტრამპმა.

თეთრ სახლში UFC-ის ტურნირი 14 ივნისს გაიმართება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აღნიშნული ივენთის ორგანიზებისთვის პრომოუშენი 60 მილიონ დოლარს დახარჯავს.

შეგახსენებთ, რომ ამ ისტორიული ქარდის მთავარი ბრძოლა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის შორის შედგება. როგორც უკვე გავრცელდა ინფორმაცია, UFC-ის ილიასა და ისლამ მახაჩევის ბრძოლის ორგანიზება სურდა, თუმცა მხარეები ჰონორარით უკმაყოფილოები დარჩნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები