მასვიდალი: სახლს ჩამოვდივარ, რომ სტრიკლენდი ჩიმაევს დაამარცხებს
ხორხე მასვიდალი არ ეთანხმება ბუკმეიკერებს, რომლებმაც ხამზატ ჩიმაევი შონ სტრიკლენდთან ბრძოლაში აშკარა ფავორიტად დაასახელეს. ის მიიჩნევს, რომ ამ დაპირისპირებაში „ბორზი“ საშუალო წონის საჩემპიონო ქამარს დაემშვიდობება.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩიმაევი დრიკუს დუ პლესისთან ბრძოლაში კარგად გამოიყურებოდა, არ ვფიქრობ, რომ ის ასეთი ძლიერია. შეხედეთ მის ბრძოლას უსმანთან. უსმანი ქვესაშუალო დივიზიონის მებრძოლია და ბრძოლას თერთმეტ დღეში დათანხმდა. მე ვთვლი, რომ ჩიმაევმა ის ბრძოლა წააგო. ჩანაწერს შეხედეთ.
მან მოიგო პირველი რაუნდი, მაგრამ წააგო მეორე და მესამე. მისი ჭიდაობა შეაჩერეს და სახეში მეტი დარტყმა მიიღო. ასე რომ, ნამდვილად ვფიქრობ, რომ უსმანმა მოიგო - ბიჭმა ქვესაშუალო წონიდან, რომელიც პირდაპირ დივნიდან წამოდგა, არ უვარჯიშია და მომზადების პროცესში არ ყოფილა.
ვიცი, რომ ხამზატი საშუალო წონაში ავიდა და რამდენიმე ხმაურიანი რამ გააკეთა, მაგრამ არ მგონია, რომ სტრიკლენდს მოუგოს. შონზე სახლს ჩამოვდივარ. იმაშიც კი არ ვარ დარწმუნებული, საერთოდ ეჩხუბება თუ არა მას, რადგან მათ ბევრი უვარჯიშიათ ერთად და მან იცის, რომ ეს მისთვის ძალიან უხერხული სტილია.
მინახავს, როგორ მუშაობდა შონი American Top Team-ში შესანიშნავ მოჭიდავეებთან - ბიჭებთან, რომლებიც მთელი ცხოვრება ჭიდაობდნენ და ნაციონალური ჩემპიონები არიან. ამ ბიჭმა იცის, როგორ დაიცვას თავი ჭიდაობისგან. ის ამას ბრძოლებში თითქმის არ იყენებს, მაგრამ თუ მის პარტერში გადაყვანას შეეცდები, სწრაფად მიხვდები, რომ საპასუხო ჭიდაობა შეუძლია. ეს დიდ ენერგიას ართმევს მეტოქეს, ჩიმაევს კი საუკეთესო „ბენზობაკი“ (გამძლეობა) არ აქვს“,
– განაცხადა ამერიკელმა თავის პოდკასტში Death Row MMA.
საშუალო წონაში სატიტულო ბრძოლა ხამზატ ჩიმაევსა და შონ სტრიკლენდს შორის UFC 328-ის მთავარ მოვლენად გამოცხადდა, რომელიც 9 მაისს ნიუ-ჯერსიში გაიმართება.