ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი, ხავიერ მენდესი
Aa
Aa

„სულერთია ისლამი ვის შეხვდება, ის საუკეთესოა“ | მახაჩევის მწვრთნელი თოფურიაზე

ისლამ მახაჩევის მწვრთნელი, ხავიერ მენდესი ილია თოფურიასა და მის შეგირდს შორის განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მენდესმა აღნიშნა, რომ არც ერთი მებრძოლი მშიშარა არ არის და მათი დაპირისპირების მიზანი ინტერესის გაზრდაა.

„თოფურიას მენეჯერის სიტყვებს მოვუსმინეთ. მან და მისმა კლიენტმა ისლამთან ჩხუბზე უარი თქვეს, რადგან UFC-მ შესაფერისი ჰონორარი არ შესთავაზა. შემდეგ მოლაპარაკებებში დაბრუნდნენ და ჩხუბი მოითხოვეს, და ეს იმის შემდეგ, რაც თავდაპირველად უარი თქვეს!

მათ უფრო დიდი თანხა მოითხოვეს, რის გამოც UFC-მ უარი უთხრა. ვფიქრობ, ორგანიზაციამ ეს გადაწყვეტილება მათი თავდაპირველი უარის გამო მიიღო, რაც ჰონორარმა განაპირობა. არ ვიცი, ჩვენ რა პოზიცია გვქონდა, რადგან ინფორმაციას მას შემდეგ ვიღებ, რაც ორთაბრძოლა ინიშნება.

სიმართლე გითხრათ, ჩემთვის სულერთია, ისლამი ვისთან იჩხუბებს. ის საუკეთესოა და ქვესაშუალო წონით დივიზიონში ნებისმიერს დაამარცხებს. და რაც მთავარია, არც ერთი მებრძოლი მშიშარა არ არის. ამ სიტყვებს ინტერესის გასაზრდელად იყენებენ.“

ცნობისთვის, ილიას მენეჯერმა განაცხადა, რომ მახაჩევთან ბრძოლა არ იგეგმებოდა და მხოლოდ საუბარი მიდიოდა. UFC-მ „ელ მატადორის“ პოზიცია მოისმინა და შემდეგ არჩევანი ჯასტინ გეიჯიზე შეაჩერა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კვარადონა, პარიზს ძალიან უყვარხარ“ - ხვიჩას სტატია მიუძღვნეს
„კვარადონა, პარიზს ძალიან უყვარხარ“ - ხვიჩას სტატია მიუძღვნეს