ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარადონა, პარიზს ძალიან უყვარხარ“ - ხვიჩას სტატია მიუძღვნეს

„პსჟ“ – „ჩელსის“ (5:2) უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ პირველ რაუნდში გაბრწყინების შემდეგ, ფრანგულ პრესაში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ უამრავი დადებითი სტატია იწერება. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ცვლილებაზე 62-ე წუთზე შესულმა 25 წლის ქართველმა გარემარბმა პირადად განაპირობა „სენ-ჟერმენის“ გამარჯვება და ის ფაქტი, რომ საპასუხო თამაშის წინ პარიზელები წყვილში უპირობო ფავორიტად მიიჩნევიან, ცალსახად კვარას დამსახურებაა. რამდენიმე წუთის წინ ხვიჩაზე პსჟ-ის Facebook-გვერდზე საინტერესო მასალა გამოქვეყნდა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

რას წერენ კვარაზე

კვარადონა - პსჟ-სთან ერთად უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის 19 მატჩში უკვე 15 საგოლე მოქმედება შეასრულა და 9 გოლთან ერთად, 6 საგოლე პასით გამოიჩინა თავი. ყოველთვის იქ არის, სადაც საჭიროება მოითხოვს. დიდი გოლები, მომენტების სანახაობრივი დაგვირგვინება და ბრწყინვალება, რომლითაც ევროპის უდიდეს სცენებზე ანათებს.

თუმცა, კვარა რიცხვებზე მეტია. ის მოედანზე მეომარივითაა, რომელიც პრესინგს ახორციელებს, დარბის დაუღალავად და იბრძვის ყველა ბურთისთვის. ფეხბურთელი, რომელსაც არაფრისგან ყველაფრის შექმნა შეუძლია. დრიბლინგები და ისეთი სილამაზის გოლები, რომელთა წინასწარმეტყველებაც რთულია. მხოლოდ ერთ წელზე ცოტა მეტი გავიდა, რაც ის აქ ჩამოვიდა და თქვა, თუ როგორც უყვარს პარიზი. ჩვენ კი შეგვიძლია ვუთხრათ - პარიზსაც ძალიან უყვარხარ კვარა!“

ცნობისათვის, წლევანდელ სეზონში ხვიჩა კვარაცხელიას ანგარიშზე ყველა ტურნირზე პსჟ-ის შემადგენლობაში 35 შეხვედრაში 11 გოლი და 7 საგოლე პასია. მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაში კი თავი 6 ბურთითა და 4 ასისტით გამოიჩინა და ორივე ამ კომპონენტში პარიზელთა რიგებში საუკეთესოა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როგორც კი მისი სახე დავინახე, ვიცოდი რა მოხდებოდა“ | სანიოლის ასისტენტი კვარაზე
„როგორც კი მისი სახე დავინახე, ვიცოდი რა მოხდებოდა“ | სანიოლის ასისტენტი კვარაზე