ხამზატ ჩიმაევი, დენა უაითი, შონ სტრიკლენდი
Aa
Aa

დენა უაითი: როგორ ფიქრობთ, დაცვის რამდენი თანამშრომელი დაგვჭირდება?

UFC-ის პრეზიდენტი, დენა უაითი, ხამზატ ჩიმაევისა და შონ სტრიკლენდის დაპირისპირებას გამოეხმაურა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საშუალო წონაში სატიტულო ბრძოლა UFC 328 ტურნირის მთავარი მოვლენა იქნება, რომელიც 10 მაისის ღამეს ნიუ-იორკში გაიმართება.

„წინ მაგარი ქარდი გველოდება. მთავარ ბრძოლაში კი შედგება დაპირისპირება, რომელსაც ხალხი ძალიან დიდი ხანია ელოდება. სტრიკლენდი თავის ბოლო ბრძოლაში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. როგორ ფიქრობთ, დაცვის რამდენი თანამშრომელი დაგვჭირდება ჩიმაევისთვის?“

– განაცხადა უაითმა.

31 წლის ხამზატ ჩიმაევი საშუალო დივიზიონის ახალი ჩემპიონი გასული წლის აგვისტოში გახდა, როდესაც ხუთრაუნდიან ორთაბრძოლაში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით სამხრეთაფრიკელი დრიკუს დუ პლესი დაამარცხა. მანამდე დაუმარცხებელ ჩეჩენ მებრძოლს ორგანიზაციაში რვა გამარჯვება ჰქონდა მოპოვებული, მათგან ექვსი ვადაზე ადრე.

სტრიკლენდის ბოლო ბრძოლა კი თებერვალში შედგა, როდესაც მან ენტონი ერნანდესი ნოკაუტში ჩააგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები