მერაბ დვალიშვილი, პიოტრ იანი
Aa
Aa

„აუცილებლად დავიბრუნებ იმას, რაც ჩემია“ | მერაბ დვალიშვილის პოსტი მარცხის შემდეგ

UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, მერაბ დვალიშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მიმართა. ქართველმა მებრძოლმა ქომაგებს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ აუცილებლად დაიბრუნებს იმას, რაც მას ეკუთვნის.

„დიდ მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, მეგობრებს, ფანებს, თანაგუნდელებსა და ჩემს ქვეყანას ჩემდამი გამოჩენილი სიყვარულისა და მხარდაჭერის გამო. მოვიგებ თუ წავაგებ — თქვენ ყოველთვის ჩემ გვერდით დგახართ და ამისთვის უაღრესად მადლიერი ვარ.

ბოდიშს გიხდით, რომ წაგებით იმედი გაგიცრუეთ, მაგრამ გთხოვთ, იცოდეთ, რომ 100 პროცენტით უფრო ძლიერი დავბრუნდები. ომისთვის მზად ვარ და დავიბრუნებ იმას, რაც მე მეკუთვნის.

ვინც ჩემზე წუხართ, იცოდეთ, რომ თავს კარგად ვგრძნობ — მხოლოდ რამდენიმე ნაკერი დამადეს. ვეცდები, ყველა თქვენგანის შეტყობინებას ვუპასუხო, მაგრამ გთხოვთ, პირადად არ მიიღოთ, თუ არ მოგწერეთ. თქვენი შეტყობინებები მნიშვნელოვანია, უბრალოდ ძალიან ბევრია, თუმცა თითოეულს ვაფასებ.

შაბათი საღამო ჩემი არ იყო. იანმა მაჯობა და მას და მის გუნდს გამარჯვებას ვულოცავ. ძალიან კომფორტულადაც ნუ იგრძნობთ თავს — ტიტულს აუცილებლად დავიბრუნებ და იმედი მაქვს, რომ რემატჩი რაც შეიძლება მალე გაიმართება. მადლობა ყველას და შევხვდებით მალე.“

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი იანთან მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა და ისტორია ვერ დაწერა. მერაბს შეეძლო, UFC-ის პირველი მებრძოლი გამხდარიყო, რომელიც საჩემპიონო ქამარს წელიწადში ოთხჯერ დაიცავდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვერნაძის სუპერგოლი და დუბლი - ფროზინონეს 6-მატჩიანი წაუგებელი სერია
კვერნაძის სუპერგოლი და დუბლი - ფროზინონეს 6-მატჩიანი წაუგებელი სერია