გიორგი მამარდაშვილი, არნე სლოტი, ალისონ ბეკერი
Aa
Aa

„100%-ით ვერაფერს გეტყვით“ - სლოტმა ალისონის ტრავმაზე ისაუბრა

ალისონ ბეკერის დაბრუნება, შესაძლოა კიდევ მინიმუმ ერთი მატჩით გადაიდოს.  ბრაზილიელმა მეკარემ „გალათასარაისთან“ 0-1 წაგებული მატჩი გამოტოვა და ამ უქმეებზე „ტოტენჰემთან“ მის დაბრუნებას ვარაუდობდნენ, თუმცა საბოლოო პასუხი ჯერაც არ არის.

ალისონი გიორგი მამარდაშვილმა შეცვალა და თურქეთში საკმაოდ მაღალ დონეზეც ითამაშა. არნე სლოტმა გუნდის პირველი ნომრის მდგომარეობასა და გავარდნის საფრთხის წინაშე მყოფი „სფურსის“ წინააღმდეგ მისი თამაშის შანსებზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

„ერთ-ერთი პასის დროს მან კუნთში რაღაც იგრძნო, თუმცა შემოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ დაზიანება მსუბუქი იყო. ამიტომ ბევრი დრო არ დასჭირვებია, მაგრამ რადგან მატჩები ძალიან მჭიდრო გრაფიკით მიჰყვება ერთმანეთს, მან „გალათასარაისთან“ შეხვედრა გამოტოვა. იმედი გვაქვს, კვირისთვის მზად იქნება. თუ არა, მაშინ ოთხშაბათს, „გალათასარაისთან“ განმეორებით მატჩში ნამდვილად ითამაშებს. 100%-ით ვერაფერს გეტყვით, რადგან არც მასთან და არც ფიზიოთერაპევტთან არ მისაუბრია. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, თუმცა ეს რეალურად არაფერს ნიშნავს“.

- განაცხადა სლოტმა „ტოტენჰემთან“ გამართულ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე.

აქვე გეტყვით, რომ „ლივერპული“ პრემიერლიგაში 48 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. „ტოტენჰემთან“ მატჩი კვირას 20:30-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები