არნე სლოტი, ჩაბი ალონსო
Aa
Aa

აგენტმა უარყო - ალონსო და ლივერპული ჯერ არაფერზე შეთანხმებულან

მადრიდის „რეალის“ ყოფილი მწვრთნელის, ჩაბი ალონსოს აგენტმა, ინიაკი იბანიესმა უარყო ინფორმაცია „ლივერპულთან“ წინასწარი შეთანხმების მიღწევის თაობაზე, რომელიც მანამდე მედიაშია გავრცელდა.

რამდენიმე დღის წინ ესპანურ მედიაში დაიწერა, რომ „წითლებმა“ უკვე დაითანხმეს ჩაბი ალონსო - ბასკი სპეციალისტი ზაფხულში არნე სლოტს ჩაანაცვლებს და მერსისაიდელებთან სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

„ინფორმაცია, რომელიც ლივერპულთან დაკავშირებით მედიაში გავრცელდა, უბრალოდ სპეკულაციაა. ალონსო განიხილავს ყველა შეთავაზებას, რომელიც მას აქვს და ჯერ არ გადაუწყვეტია, სად იმუშავებს ახალ სეზონში“, - აცხადებს იბანიესი.

შეგახსენებთ, რომ ალონსომ „რეალი“ შარშან ჩაიბარა, თუმცა მიმდინარე წლის იანვარში სუპერთასის ფინალში „ბარსელონასთან“ მარცხის შემდეგ ბასკმა სპეციალისტმა თანამდებობა დატოვა და ის ალვარო არბელოამ შეცვალა, რომელიც მანამდე „სამეფო კლუბის“ მეორე გუნდში მუშაობდა.

რაც შეეხება არნე სლოტს, „ლივერპულში“ პირველ სეზონში პრემიერლიგა მოიგო, მიმდინარე სეზონს კი მისი გუნდი ცუდად ატარებს და არაა გამორიცხული, ზაფხულში ნიდერლანდელმა სპეციალისტმა „ენფილდი“ დატოვოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლივერპული ჩაბი ალონსოს დაუკავშირდა | პოზიტიური საუბარი მხარეებს შორის
ლივერპული ჩაბი ალონსოს დაუკავშირდა | პოზიტიური საუბარი მხარეებს შორის