ხამზატ ჩიმაევი, შონ სტრიკლენდი, დრიკუს დუ პლესი
Aa
Aa

„დგომში ხამზატს შანსი არ ექნება“ - დუ პლესის სტრიკლენდის გამარჯვების სჯერა

UFC-ის საშუალო წონით დივიზიონში ხამზატ ჩიმაევი საჩემპიონო ქამარს პირველად თბილისის დროით 10 მაისს, შონ სტრიკლენდთან დაიცავს, რითაც უკმაყოფილო ბევრი დარჩა. უმრავლესობა თვლიდა, რომ ტიტულისთვის ჩხუბს ინგლისელზე უფრო მეტად ნასურდინ იმავოვი იმსახურებდა, რასაც კატეგორიულად არ ეთანხმება ამ დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, სამხრეთ აფრიკელი დრიკუს დუ პლესი, რომელმაც ასეთი პროგნოზი გააკეთა:

„ხამზატ ჩიმაევს და ნასურდინ იმავოვს ეტყობოდათ, რომ ერთმანეთთან დაპირისპირება არ სურდათ, რის გამოც ჩემპიონის სტრიკლენდთან შეხვედრის ჩანიშვნას გაცილებით უფრო დიდი აზრი ჰქონდა. ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ შონს ამ ბრძოლის მოგება შეუძლია.

სტრიკლენდს ორჯერ შევხვდი და მერწმუნეთ, დგომში ხამზატს მასთან შანსი არ ექნება. ჩიმაევთან გამკლავება რთული მაშინ ხდება, როდესაც ის შენს ზურგს უკანაა, რაშიც არაერთხელ დავრწმუნდით. რით არის გამორჩეული სტრიკლენდი? მასთან ჩატარებულ ორ დაპირისპირებაში შონი შვიდჯერ მაინც წავაქციე, მაგრამ მიწაზე მისი კონტროლი წარმოუდგენლად რთულია“

.

შეგახსენებთ, რომ დრიკუს დუ პლესი შონ სტრიკლენდს ორჯერ, 2024 წლის 20 იანვარს და 2025 წლის 9 თებერვალს შეხვდა და ორივე შემთხვევაში მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ჩემპიონის ტიტული კი რამდენიმე თვის წინ ხამზატ ჩიმაევთან მარცხის შემდეგ დაკარგა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დენა უაითი: როგორ ფიქრობთ, დაცვის რამდენი თანამშრომელი დაგვჭირდება?
დენა უაითი: როგორ ფიქრობთ, დაცვის რამდენი თანამშრომელი დაგვჭირდება?