ილია თოფურია, ჯასტინ გეიჯი, ბენეილ დარიუში
Aa
Aa

„ეს ორთაბრძოლა ბევრად ახლოა, ვიდრე ხალხს ჰგონია“ | დარიუში ილიასა და გეიჯის ჩხუბზე

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, ბენილ დარიუშმა ილია თოფურიასა და ჯასტინ გეიჯის ორთაბრძოლასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. დარიუშის აზრით, ეს ჩხუბი ბევრად ახლოა, ვიდრე ხალხს ჰგონია და გეიჯის ჩამოწერა არ შეიძლება.

„გეიჯის ბინძური სტრაიკინგი ძალიან კარგად გამოსდის და ამის წყალობით მაღალი დონის სტრაიკერებს აბნევს და პრობლემებს უქმნის. გაიხსენეთ, რაფაელ ფიზიევთან მისი ჩხუბი. ფიზიევი ბრწყინვალე და სუფთა სტრაიკინგის მქონე მებრძოლია, მაგრამ გეიჯიმ აიძულა, თავისთვის სასურველ ბრძოლაში აჰყოლოდა.

შეიძლება, ჯასტინის სტილი ბინძურ და ცუდ სტრაიკინგად მოგეჩვენოთ, მაგრამ მას სწორედ ასე სურს ჩხუბი. თუ ფიზიევთან გამოუვიდა ბინძური სტრაიკინგი, არის შანსი, ილიასთანაც წარმატებას მიაღწიოს. ვფიქრობ, ეს ორთაბრძოლა ბევრად ახლოა, ვიდრე ხალხს ჰგონია.“

შეგახსენებთ, რომ თოფურიასა და გეიჯის ჩხუბი „თეთრი სახლის“ ღონისძიების მთავარი მოვლენა იქნება. „ელ მატადორი“ მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს დაიცავს და დროებითი საჩემპიონო ქამრის მფლობელს შეხვდება. თოფურია აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც წერია, რომ მისი რეკორდი უკვე 18:0-ია (ამჟამად 17:0 აქვს).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„როგორც კი მისი სახე დავინახე, ვიცოდი რა მოხდებოდა“ | სანიოლის ასისტენტი კვარაზე
„როგორც კი მისი სახე დავინახე, ვიცოდი რა მოხდებოდა“ | სანიოლის ასისტენტი კვარაზე