ლაშა დვალმა გაიტანა - სოფიის ცსკამ სტუმრად სპარტაკს მოუგო
ბულგარეთის ჩემპიონატის 26-ე ტურში ცსკა 1948, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ლაშა დვალი იცავს, ვარნის „სპარტაკს“ ესტუმრა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 გაიმარჯვა.
ანგარიში 46-ე წუთზე მასპინძლებმა გახსნეს, როცა „სპარტაკი“ ბრაზილიელმა ქსანდიმ დააწინაურა. 69-ე წუთზე სტუმრებმა კუთხური გამოიმუშავეს, რის შემდეგაც ლაშა დვალმა თავური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, 90+4 წუთზე კი ათანას ილიევმა გამარჯვების გოლი გაიტანა და ცსკა 1948-ს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანა.
ლაშა დვალის გოლი
26 ტურის შემდეგ დვალის გუნდი 50 ქულით სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზეა. ამდენივე ქულა აქვს „ლუდოგორეცს“, 59 ქულით კი სოფიის ლევსკი პირველ ადგილზეა. აღსანიშნავია იცის, რომ ცსკა 1948-ს ორივე კონკურენტზე ერთი მატჩით მეტი აქვს ჩატარებული.