„ენრიკე შეცდომას უშვებს“ - ფრანგი ჟურნალისტი კვარაზე საუბრობს
უეფას სუპერ თასის ფინალის შემდეგ, ფრანგული პრესა პსჟ-ს ფეხბურთელების შესახებ შეფასებებს აქვეყნებს. le10sport-მა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში შეაფასა და ცნობილი ფრანგი ჟურნალისტის დანიელ რიოლოს მოსაზრებაც გაგვიზიარა.
„ტოტენჰემთან დიდი მატჩისთვის ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში მარჯვენა ფლანგზე დააყენეს. თუმცა, პსჟ-ის შვიდიანმა შეხვედრა სრულიად ჩააგდო. დანიელ რიოლოს აზრით, ლუის ენრიკემ შეცდომა დაუშვა, როცა კვარაცხელია იმ პოზიციაზე გამოიყვანა, სადაც თავს სრულიად უხერხულად გრძნობს.
„კვარა ფიზიკურად არადამაკმაყოფილებელ ფორმაში იყო? თუ პრობლემა ის იყო, რომ მარჯვნივ თამაშობდა? ჩემი აზრით, ენრიკე შეცდომას უშვებს, როცა ხვიჩას პოზიციას უცვლის. როდესაც ქართველი შემტევი პსჟ-ში მარჯვენა ფლანგზე ათამაშეს, ყოველ ჯერზე ასე იყო - მას არასდროს ჰქონია კარგი მატჩი,“
– ციტირებს ფრანგული გამოცემა RMC Sport-ის ჟურნალისტის სიტყვებს.
როგორც მატჩის შემდეგ თავად ხვიჩამ განაცხადა, სულ ერთი კვირაა, რაც მან ვარჯიში განაახლა და ჯერჯერობით სასურველ ფიზიკურ კონდიციებში არ იმყოფება.