ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი წიტაიშვილი
Aa
Aa

მეცი გავარდება, ლიონი მეოთხეზე გავა | Opta-ს პროგნოზი ლიგა 1-ზე

ცნობილმა სტატისტიკურმა პორტალმა, Opta-მ საფრანგეთის ლიგა 1-ის ახალ სეზონთან დაკავშირებით საკუთარი პროგნოზი გაგვიზიარა. ლიგა 1-ში ოთხი ქართველი ფეხბურთელი ასპარეზობს და ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ უპირობო ფავორიტია.

პსჟ-ის ჩემპიონობის შანსი 77.62 პროცენტია და Opta-ს ვარაუდით, „კვარას“ გუნდი 78 ქულას დააგროვებს. გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ მეოთხე პოზიციას დაიკავებს, მისი ჩემპიონობის ალბათობა კი 3.54 პროცენტია. რაც შეეხება ქულების რაოდენობას - 57.

Opta-ს მიხედვით, ლიგა 1-ში ადგილს ვერ შეინარჩუნებს გიორგი აბუაშვილისა და გიორგი წიტაიშვილის „მეცი“. უფრო მეტიც, „მეცი“ ბოლო პოზიციაზე გავა და მისი გავარდნის ალბათობა 32.24 პროცენტია. იმის შანსი, რომ „მეცმა“ მე-16 ადგილი დაიკავოს და პლეიაუტში ითამაშოს, 12.67 პროცენტი გახლავთ.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის სეზონი 15 აგვისტოს გაიხსნება. „ლიონი“ პირველ შეხვედრას 16 აგვისტოს, „ლანსის“ წინააღმდეგ გამართვს. „მეცი“ 17 აგვისტოს, „ოსერს“ შეხვდება, „პარი სენ-ჟერმენი“ – „ნანტს“.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ვიტესის ყველა ფეხბურთელი უკლუბოდ დარჩა - სად ითამაშებს იეგოიანი
ვიტესის ყველა ფეხბურთელი უკლუბოდ დარჩა - სად ითამაშებს იეგოიანი