ირაკლი იეგოიანი
Aa
Aa

ვიტესის ყველა ფეხბურთელი უკლუბოდ დარჩა - სად ითამაშებს იეგოიანი

არნემის „ვიტესმა“ პროფესიული კლუბის ლიცენზია დაკარგა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ყველა ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახდა. ამის შესახებ ნიდერლანდური ESPN-ი იტყობინება.

„ვიტესმა“ და ფეხბურთელების პროფკავშირმა მიაღწიეს შეთანხმებას მოთამაშეების კონტრაქტების ბათილად ცნობის თაობაზე. ფეხბურთელებს, რომლებიც სხვა პროფესიულ კლუბებს შეუთანხმდებიან, შეუძლიათ თავისუფალი აგენტის სტატუსით ისარგებლონ.

„ვიტესის“ გარშემო მიმდინარე მოვლენები საინტერესოა იმ მხრივაც, რომ ამ გუნდის ღირსებას იცავდა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი ირაკლი იეგოიანი. ირაკლი „ვიტესში“ შარშან „ტვენტედან“ გადაბარგდა და პირველივე სეზონში გუნდის ლიდერად ჩამოყალიბდა. გასულ სეზონში მან 8 გოლი და 5 ასისტი მიითვალა, ხოლო „გრააფსხაპის“ კარში გატანილი „მაკრატელა“ ჩემპიონატის საუკეთესო გოლად აღიარეს. სად გააგრძელებს იეგოიანი კარიერას, ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ „ვიტესს“ ფინანსური დარღვევების გამო ქულები გასულ სეზონში რამდენჯერმე დააკლეს და ახალი სეზონიც გუნდს მინუს 12 ქულით უნდა დაეწყო, თუმცა საბოლოოდ ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციის სალიცენზიო კომიტეტმა არნემულ გუნდს პროფესიული კლუბის ლიცენზია ჩამოართვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ადაპტაციისთვის დრო სჭირდება“ - დუდეკი მამარდაშვილზე
“ადაპტაციისთვის დრო სჭირდება“ - დუდეკი მამარდაშვილზე