„პრესეზონის პირველ ვარჯიშს ჰგავდა“ - ფრანგული პრესა კვარას თამაშზე
უეფას სუპერ თასის ფინალის შემდეგ, ფრანგულმა პრესამ პსჟ-ს ირგვლივ საუბარი დაიწყო. შეაფასეს ცალკეულად ფეხბურთელები და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც.
Foot Mercato (3):
„ძალიან რთული მატჩი ჰქონდა ქართველ ვარსკვლავს. შეტევის მარჯვენა ფლანგზე პრაქტიკულად ვერანაირი ზეგავლენა ვერ მოახდინა საკუთარი გუნდის თამაშზე. არანაირი ცრუმოძრაობები და დრიბლინგი, არანაირი მანევრი. ტოტენჰემის მცველებს და განსაკუთრებით სპენსს, საკმაოდ მშვიდი საღამო ჰქონდა“.
Maxifoot (3):
„რთული საღამო პსჟ-ს გარემარბისთვის. მთელი საათის განმავლობაში უკიდურესად ფერმკრთალი იყო და მაშინაც კი, როცა თანაგუნდელები მას პოულობდნენ, ქართველმა თითქმის ვერაფერი მოახერხა“.
L'Équipe (2):
„მისი თამაში სეზონისწინა პირველი ვარჯიშივით გამოიყურებოდა. არც ბრწყინვალე ეპიზოდები, მცირე აქტიურობა, ქართველმა საფრთხე ვერ შექმნა, ხოლო პირველი ტაიმის მერვე წუთზე პსჟ-ს ერთადერთი გამართული კომბინაციის დასრულებისას მისი დარტყმა დაბლოკეს. და ალბათ ეს იმით არ იყო გამოწვეული, რომ მარჯვენა ფლანგზე თამაშობდა - უბრალოდ ამ დონეზე მატჩის ჩასატარებლად რესურსი არ ჰქონდა“.
კვარამ მატჩის შემდეგ თავადვე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით სასურველ კონდიციებში არ არის, რადგან ვარჯიში სულ რაღაც ერთი კვირაა განაახლა.