გიორგი მამარდაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია, კრისტოფ დიუგარი
Aa
Aa

„კოლოსალური სხვაობაა, ყველაფერი პირველივე მატჩში გადაწყდება“ | დიუგარი პსჟ-ლივერპულზე

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გიორგი მამარდაშვილის „ლივერპული“ ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენს“ დაუპირისპირდება. ამ წყვილზე საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, კრისტოფ დიუგარიმ ისაუბრა და პარიზელთა დომინანტური გამარჯვება ივარაუდა.

„სიმართლე გითხრათ, ეს მარტივი გასეირნება იქნება. ლივერპული კატასტროფულად გამოიყურება. 14 მოგება, 10 წაგება და 7 ფრე პრემიერ ლიგაში... არ ვიტყვი, რომ ცუდი ფეხბურთელები ჰყავთ, უბრალოდ როგორც გუნდი, ისე არ თამაშობენ.

ჩემი აზრით, პარი სენ-ჟერმენისა და ლივერპულის დონეს შორის კოლოსალური სხვაობაა. ვფიქრობ, პსჟ მეოთხედფინალური დაპირისპირების ბედს პირველივე შეხვედრაში გადაწყვეტს. ლივერპულის თამაში ნახეთ? ეს კატასტროფა იყო! მათ საერთოდ არაფერი აქვთ. ლივერპულს ტექნიკურად კარგი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ ისინი ლოკოკინის მსგავსი ტემპით თამაშობენ.

პარი სენ-ჟერმენის ინტენსიურობას, მენტალურ სიძლიერესა და სხვა ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ, ამ გუნდების შედარებაც არ შეიძლება. ეს ნამდვილი ხოცვა-ჟლეტა იქნება. ამ ლივერპულმა მანჩესტერ სიტისგან, რომელიც ჩვენ რეალთან ვნახეთ, 4 გოლი გაუშვა... წარმოიდგინეთ, აქ რა მოხდება.“

შეგახსენებთ, რომ „პარი სენ-ჟერმენისა“ და „ლივერპულის“ დაპირისპირება 8 აპრილს გაიმართება. პირველ შეხვედრას „პარკ დე პრენსზე“ ვიხილავთ და მატჩი თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მათი მოგონილი ისტორიების მოსმენით დავიღალე“ | ილიას განცხადება და მახაჩევის პასუხი
„მათი მოგონილი ისტორიების მოსმენით დავიღალე“ | ილიას განცხადება და მახაჩევის პასუხი