გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ჩაკვეს აღიარება | ქართველი ფეხბურთელი ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

ინგლისის ჩემპიონშიფის 41-ე ტურში გიორგი ჩაკვეტაძისა და საბა გოგლიჩიძის „უოტფორდი“ „ჩარლტონს“ დაუპირისპირდა. „კრაზანებმა“ ქულები დაკარგეს და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

„ჩაკვე“ საკუთარ გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო იყო და კარგი თამაში დაუფასდა. გიორგი ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს და მის გარდა, „უოტფორდიდან“ იმრან ლოუზა გამოარჩიეს. ჩაკვეტაძემ კარის მიმართულებით 5-ჯერ დაარტყა. აქედან ორჯერ მეკარემ აუღო, ორი დარტყმა არაზუსტი იყო, ერთიც კი მცველმა დაბლოკა.

საინტერესოა, რომ „ჩარლტონის“ წინააღმდეგ „ჩაკვემ“ 10 სახიფათო მომენტი შექმნა. 2013-14 წლების სეზონის შემდეგ, ეს მეოთხე შემთხვევა იყო, როდესაც ჩემპიონშიფის შეხვედრაში, ერთმა ფეხბურთელმა მინიმუმ 10 სახიფათო მომენტი შექმნა.

ქართველი ფეხბურთელის სტატისტიკა ასეთი იყო - 67 შეხება, 44-დან 40 ზუსტი პასი, 10 საკვანძო გადაცენა, 3-დან 2 წარმატებული დრიბლინგი, 2 მოგებული ორთაბრძოლა, 1 მოგებული საჰაერო ორთაბრძოლა, ბურთის 7-ჯერ დაბრუნება. Sofascore-ს შეფასება - 7.9 ქულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამუკელაშვილის 11 ქულა | ტორონტომ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
მამუკელაშვილის 11 ქულა | ტორონტომ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა