სანდრო მამუკელაშვილი
Aa
Aa

მამუკელაშვილის 11 ქულა | ტორონტომ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. კანადელები აღმოსავლეთ კონფერენციის ტოპ 6-ში მოსახვედრად იბრძვიან, რათა პლეი-ინის ტურნირში თამაშს თავი აარიდონ და გამთენიისას „მაიამი ჰიტი“ 121:95 გაანადგურეს.

ქართველი კალათბურთელი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და პარკეტზე 22 წუთი და 16 წამი გაატარა. „მამუს“ მონაგარი 11 ქულა, 5 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა იყო. სანდრომ 4-დან 2 სამქულიანი, 5-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო სროლა ჩააგდო. მის პასივში მხოლოდ 1 დაკარგვა გახლდათ.

მამუკელაშვილის პარკეტზე ყოფნის დროს „ტორონტომ“ „მაიამიზე“ 23-ით მეტი ქულა დააგროვა. ამ სტატისტიკაში სანდროზე უკეთესი შედეგი „რეპტორსის“ მხოლოდ ერთ კალათბურთელს, ჯამალ შიდს ჰქონდა — +27. „ტორონტოს“ რიგებში ყველაზე მეტი, 25 ქულა სკოტი ბარნსმა მიითვალა. ბრენდონ ინგრემმა 23 ქულა გაიფორმა, ხოლო იაკობ პოელტლმა — 17.

„ტორონტოს“ 44 მოგება და 35 წაგება აქვს. მამუკელაშვილის გუნდი მეექვსე ადგილზე იმყოფება და „ორლანდო მეჯიქს“, „ფილადელფია სევენთი სიქსერსსა“ და „შარლოტ ჰორნეთსს“ ერთი მოგებით უსწრებს, „ატლანტა ჰოუქსს“ კი ერთი მოგებით ჩამორჩება. „რეპტორსს“ მომდევნო სამი შეხვედრა „მაიამის“, „ნიუ იორკ ნიქსისა“ და „ბრუკლინ ნეთსის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფავორიტი არ არსებობს, ორივე გუნდს რთული მატჩი ელოდება“ | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია
„ფავორიტი არ არსებობს, ორივე გუნდს რთული მატჩი ელოდება“ | ლუის ენრიკეს პრესკონფერენცია