„დისკვალიფიკაცია უნდა ყოფილიყო“ | ატლანტას მწვრთნელმა ბითაძე გააკრიტიკა
„ატლანტა ჰოუქსის“ მთავარმა მწვრთნელმა, ქუინ სნაიდერმა, გოგა ბითაძე გააკრიტიკა. სნაიდერმა „ორლანდო მეჯიქთან“ მატჩი გაიხსენა, რომელშიც ბითაძემ ჯოკ ლენდეილის წინააღმდეგ იუხეშა და პარკეტიდან გააძევეს. ლენდეილმა ტრავმა მიიღო და „ჰოუქსს“ მინიმუმ ორი კვირა ვერ დაეხმარება.
„ბინძური თამაში იყო. ვისურვებდი, რომ ამაზე უფრო სერიოზული რეაქცია ჰქონოდათ, ვიდრე ეს რეალურად მოხდა. როგორ შეიძლება, რომ სასჯელი არ ყოფილიყო. არც დისკვალიფიკაცია — საერთოდ არაფერი? ვცდილობ, ამ საკითხზე ძალიან ფრთხილად და ზომიერად ვილაპარაკო, მაგრამ ფაქტია, რომ არასწორია, რაც მოხდა.
„ორლანდოსთან შარშან ვითამაშეთ და მსგავს ვითარებაში აღმოვჩნდით. ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა და შემდეგ ჩვენმა ორმა კალათბურთელმა, მეტოქის მხრიდან ბინძური თამაშის გამო, ტრავმა მიიღო და სეზონის ბოლომდე დაიმტვრნენ. ვიცოდით, რომ რაღაც ასეთი ისევ მოხდებოდა. ეს არის გეგმა, რომელიც მათ „ჰოუქსის“ წინააღმდეგ ჰქონდათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, რადგან ძლიერი და მტკიცე გუნდი ვართ. თუმცა ძალიან, ძალიან, ძალიან გამაბრაზა იმან, რაც მოხდა.“
ცნობისთვის, „ატლანტას“ 45 მოგება და 34 წაგება აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე პოზიციას იკავებს. „ჰოუქსი“ მომდევნო შეხვედრას 9 აპრილს „კლივლენდ კავალიერსის“ წინააღმდეგ გამართავს.