გოგა ბითაძე, ფრანც ვაგნერი, პაოლო ბანკერო
Aa
Aa

ჩატენვა, 2 დაფარება და 8 მოხსნა | ბითაძის ორლანდომ პელიკანსი დაამარცხა

გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო. „დალას მავერიქსის“ დამარცხების შემდეგ გოგა და კომპანია სტუმრად „ნიუ ორლეან პელიკანსს“ დაუპირისპირდნენ და მძიმე მატჩში 112:108 გაიმარჯვეს.

ბითაძემ სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და პარკეტზე 16 წუთი და 15 წამი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველი ცენტრის მონაგარი 6 ქულა, 8 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება იყო. გოგამ 4-დან 3 ორქულიანი გამოიყენა და 3 მოხსნა მეტოქის ფარზე ჰქონდა. მის პასივში 2 დაკარგვა და 3 პერსონალური ჯარიმა იყო.

„ორლანდოს“ დესმონდ ბეინმა ულიდერა, რომელმაც მატჩი 27 ქულით, 6 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. პაოლო ბანკეროს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა — 23 ქულა, 16 მოხსნა, 6 პასი. ფრანც ვაგნერმა 11 ქულა მიითვალა. „პელიკანსის“ მხრიდან საუკეთესო სადიქ ბეი იყო, რომელმაც 32 ქულა გააკეთა. ზაიონ უილიამსონმა 17 ქულა და 7 მოხსნა გაიფორმა.

„მეჯიქს“ 42 მოგება და 36 წაგება აქვს. „ორლანდო“ საუკეთესო ექვსეულში მოსახვედრად იბრძვის, რათა პლეი-ინის ტურნირს თავი აარიდოს. ფლორიდელებს კიდევ ოთხი შეხვედრა აქვთ გასამართი და მე-6 ადგილზე მყოფ „ტორონტო რეპტორსს“ 1 მოგებით ჩამორჩებიან. „ორლანდოს“ მომდევნო მეტოქე „დეტროიტ პისტონსი“ გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ამ შანსს ორივე ხელით უნდა ჩაეჭიდოს“ - ფრიდელმა მამარდაშვილზე ისაუბრა
„ამ შანსს ორივე ხელით უნდა ჩაეჭიდოს“ - ფრიდელმა მამარდაშვილზე ისაუბრა