გიორგი მამარდაშვილი
Aa
Aa

„ამ შანსს ორივე ხელით უნდა ჩაეჭიდოს“ - ფრიდელმა მამარდაშვილზე ისაუბრა

ვეტერანმა ამერიკელმა მეკარემ, ბრედ ფრიდელმა, რომელიც სხვადასხვა წლებში „ლივერპულში“, „ტოტენჰემსა“ და კიდევ რამდენიმე ინგლისურ კლუბში თამაშობდა, „ლივერპულის“ ფან-გვერდ readliverpoolfc-სთან ინტერვიუს დროს გიორგი მამარდაშვილის შესახებ ისაუბრა და მერსისაიდულ გუნდში მისი შანსები განიხილა.

ჟურნალისტი - „გიორგი მამარდაშვილი უდიდესი ტალანტია, მაგრამ არის თუ არა ის ნამდვილად მზად ახლავე გაუმკლავდეს ლივერპულის პირველი მეკარეობის წნეხს?“

ფრიდელი - „რთულია, როგორც უკვე აღვნიშნეთ, რადგან ისეთი გამორჩეული მეკარის შემცვლელი უნდა გახდე, როგორიც ალისონია. ალისონისნაირი მეკარეები ხშირად არ ჩნდებიან და ის წლების განმავლობაში ლივერპულის წარმატების ისეთი საკვანძო ნაწილი იყო, რომ მისი სათანადოდ შეცვლა ძალიან რთული ამოცანა იქნება. მაგრამ მამარდაშვილი დამოუკიდებელი ფიგურაა, ამიტომ საკუთარი თავის ერთგული უნდა დარჩეს და ლივერპულში თავისი კარიერა უნდა შექმნას.“

არ არსებობს მიზეზი, რის გამოც ის წნეხს ვერ გაუმკლავდება, მაგრამ ეს ისეთი შემთხვევაა, როცა წინასწარ არ იცი, სანამ მას შანსი არ მიეცემა. ერთადერთი, რისი თქმაც ნანახიდან შემიძლია, არის ის, რომ ვვარაუდობ, ლივერპულის სკაუტები ახალ გრძელვადიან პირველ ნომერს მოძებნიან, თუმცა სანამ მამარდაშვილი ლივერპულშია, მას შეიძლება მიეცეს შანსი, აჩვენოს რა შეუძლია და უნდა ეცადოს, რომ ამ შანსს ორივე ხელით ჩაეჭიდოს.“

ცნობისთვის, ალისონი სეზონის ბოლომდე ტრავმირებულია და შესაბამისად, „ლივერპულის“ დარჩენილ მატჩებში კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. უახლოესი შეხვედრა, რომელიც მერსისაიდელებს ელით, ოთხშაბათს, „პარი სენ-ჟერმენთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური დაპირისპირებაა, რომელიც პარიზში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დაცვაში ბევრი იმუშავა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო | ლოჩოშვილის გუნდმა ქულები დაკარგა
დაცვაში ბევრი იმუშავა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო | ლოჩოშვილის გუნდმა ქულები დაკარგა