ლუკა ლოჩოშვილი
Aa
Aa

დაცვაში ბევრი იმუშავა, ერთ-ერთი საუკეთესო იყო | ლოჩოშვილის გუნდმა ქულები დაკარგა

ბუნდესლიგა 2-ის 28-ე ტურში ბრაუნშვაიგი - ნიურბერგის მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. პირველი ტაიმის შემდეგ მიროსლავ კლოზეს გაწვრთნილი გუნდი იგებდა, თუმცა შესვენების შემდეგ გოლი გაუშვა და ქულას დასჯერდა. ნიურნბერგმა 28 მატჩში 37 ქულა დააგროვა, მე-8 ადგილზეა და საუკეთესო სამეულს 15 ქულით ჩამორჩება.

ნიურნბერგის ერთ-ერთი ლიდერი ლუკა ლოჩოშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო, ბუნდესლიგა 2-ის სეზონში გამართული 28 მატჩიდან ლუკამ მხოლოდ 1 შეხვედრა გამოტოვა, ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიცირებული იყო და მე-12 ტურში დრეზდენის დინამოსთან გუნდს ვერ დაეხმარა. სხვა ყველა მატჩში სასტარტო 11-ში იყო, 27-დან 26-ში 90 წუთი ითამაშა. მოკლედ, მიროსლავ კლოზე დიდ ნდობას უცხადებს.

ლუკამ დაცვაში ბევრი იმუშავა, ერთ-ერთი გამორჩეული იყო, თუმცა გაშვებული გოლისას ნიურნბერგის დაცვის ხაზი ინერტული იყო და ეს შესაძლებლობა იოვან მიატოვიჩმა კარგად გამოიყენა.

ბუნდესლიგა 2-ში ნიურნბერგი შემდეგ მატჩს 11 აპრილს შინ დრეზდენის დინამოსთან შინ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საგოლე პასი, მომენტები და 13 მოგებული ორთაბრძოლა | კვარას შესანიშნავი მატჩი ტულუზასთან
საგოლე პასი, მომენტები და 13 მოგებული ორთაბრძოლა | კვარას შესანიშნავი მატჩი ტულუზასთან