სეზონში მეორედ | ხარატიშვილმა დუკლასთან კარი მშრალად შეინახა
ჩეხეთის ჩემპიონატის 28-ე ტურში დუკლა შინ პარდუბიცესთან 0:2 დამარცხდა.
სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში ქართველმა მეკარემ ლუკა ხარატიშვილმა 90 წუთი ითამაშა. მიმდინარე სეზონში ლუკამ ჩეხეთის ჩემპიონატში 8 მატჩი ჩაატარა, კარი მშრალად ორ შეხვედრაში, ჰრადეც კრალოვესთან და დუკლასთან შეინახა.
16-გუნდიან ჩემპიონატში პარდუბიცე 32 ქულით მე-9 ადგილზეა.
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას პარდუბიცემ გამოცდილი მეკარე ალეშ მანდოუსი დაიმატა, რომელსაც ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებში უთამაშია. ზამთრის პაუზის შემდეგ ახალწვეული მანდოუსი სამ მატჩში სასტარტოში იყო, თუმცა შემდეგ სკამზე დასვეს და ზედიზედ ხუთი მატჩია, რაც კარში ხარატიშვილი დგას. ლუკა სკამზე სეზონის პირველ ნახევარშიც იჯდა, თუმცა შემდეგ პირველი მეკარე იაჰიმ სერაკი სასტარტოდან ამოაგდო და შემდეგ სერაკი სხვა კლუბში წავიდა. მოკლედ, ლუკამ ამ სეზონში კონკურენცია ორ მეკარეს მოუგო, სტაბილურად თამაშობს და ეროვნული ნაკრების კანდიდატია.