მამუკელაშვილის 10 ქულა - ტორონტო ბოსტონთან დამარცხდა
NBA-ის მორიგ სათამაშო დღეს, სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსი“ სტუმრად „ბოსტონ სელტიკსს“ დაუპირისპირდა და 14 ქულის სხვაობით, 115:101 დამარცხდა.
სანდრო მამუკელაშვილი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მოედანზე 24 წუთი გაატარა. ქართველმა კალათბურთელმა ამ დროის განმავლობაში 10 ქულა, 6 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ასევე, მეტოქის წინააღმდეგ ორჯერ დაჯარიმდა. მამუკელაშვილმა 4-დან 4 საჯარიმო და 3-დან 2 სამქულიანი ჩააგდო.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე 23 ქულით, 13 მოხსნითა და 7 ასისტით ჯეისონ ტეიტუმი გახდა. ქულების რაოდენობით კი გამორჩეული ჯეილენ ბრაუნი იყო, რომელმაც 26 ქულა დააგროვა.
78 სათამაშო დღის შემდეგ „ტორონტო რეპტორსი“ აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 8 აპრილს, საკუთარ მოედანზე „მაიამი ჰიტთან“ გამართავს.