ბარსელონა, თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 13 ქულა - ბარსელონამ სარაგოსასთან მოიგო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 25-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ სტუმრად „სარაგოსას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 6 ქულის სხვაობით, 92:86 დაამარცხა.

თორნიკე შენგელიამ მატჩი სასტარტო ხუთეულიდან დაიწყო და მოედანზე 20 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში 13 ქულა, 6 მოხსნა, 1 ასტისტი და 1 დაფარება მიითვალა. ასევე, ბურთი ორჯერ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ ორჯერ დაჯარიმდა.

ქართველმა კალათბურთელმა 8-დან 7 საჯარიმო და 3-დან 3 ორქულიანი ჩააგდო.

25 ტურის შემდეგ „ბარსელონა“ სატურნირო ცხრილში 17 მოგებითა და 8 მარცხით მე-5 პოზიციაზე იმყოფება და მომდევნო შეხვედრას 7 აპრილს ევროლიგაზე, საკუთარ მოედანზე „პანათინაიკოსის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფლეგმა ისტორია დაწერა - ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი 50+ ქულით
ფლეგმა ისტორია დაწერა - ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი 50+ ქულით